მისი თქმით, ეს ადამიანები გულგრილობას და უუნარობას იჩენენ ქვეყნის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, მაგრამ ყოველ წამს მზად არიან მორალური ტერორით ადამიანების თვითმკვლელობამდე მიყვანა სცადონ.
"პოლიტიკაში ბოლო დროს მომრავლებული "მორალისტები", რომლებიც გულგრილობას და უუნარობას იჩენენ ქვეყნის წინაშე არსებული ეკონომიკური, სამართლებრივი და სხვა კრიზისების მიმართ, არ და ვერ არიან დაკავებული საგარეო საფრთხეების აღქმითა და მოგვარებით, მაგრამ ყოველ წამს მზად არიან მორალური ტერორით ადამიანების თვითმკვლელობამდე მიყვანა სცადონ, ვერც ხვდებიან, ნებისმიერი ადამიანის პირად ურთიერთობასთან ან კრიზისთან შედარებით, რამდენად შეუდარებლად ავადმყოფურია მათი ქმედება და აზროვნება.
სამაგიეროდ და საბედნიეროდ, ხალხი ხვდება, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც სივრცეში ყურების და მასშტაბში აზროვნების ნაცვლად სხვისი უკანალის თვალიერებაში ატარებენ ცხოვრებას, ვერ შექმნიან ჯანსაღ გარემოს. მათ კარგა ხანია, თვითონ განუსაზღვრეს საკუთარ თავებს, აზრებს და თვალებს ადგილი - კლოაკაში.
შანტაჟისა და ტერორის შესაძლო მსხვერპლთ კი მინდა შევახსენო - ტერორისტებთან და შანტაჟისტებთან მოლაპარაკებაზე არ მიდიან. ეს მსოფლიო ანტიტერორისტული პრაქტიკის აქსიომაა"- აღნიშნავს ალასანია.
მასალის გამოყენების პირობები






