გაფრთხილება მოქალაქეებს: მუქარანარევი ზარები და შეტყობინებები აღსრულების ბიუროს სახელით
პოლიტიკა - 15:48, 25 Mar, 2016     7257
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე, იოსებ ბაღათურია აღსრულების ეროვნული ბიუროსა და აღმასრულებლების სახელით მუქარის შემცველი ზარებისა და შეტყობინებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

,,ბოლო პერიოდის განმავლობაში, გახშირდა კერძო პირებისა თუ კომპანიების მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს ან აღმასრულებლების სახელით მუქარის შემცველი ზარების ან მობილური შეტყობინებების გაგზავნა მოქალაქეებისთვის, რომელთაც აქვთ გარკვეული სახის ფინანსური ვალდებულებები.

მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ მსგავსი შინაარსის ქმედებები არ ხორციელდება ბიუროს მხრიდან, რომელსაც უკვე მეოთხე წელია აღსრულების პროცესისადმი სხვა, მხარეების მორიგებაზე ორიენტირებული პოლიტიკა აქვს. ეს ზარები, სამწუხაროდ, ხორციელდება კერძო პირებისა და ზოგიერთი კომპანიის მიერ, რა დროსაც, მეტი დამაჯერებლობისთვის, ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელის გამოყენება. თითოეულმა მოქალაქემ, რომლის მიმართ განხორციელდება აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით მუქარის შემცველი ზარები ან შეტყობინებები, უნდა მომართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს შიდა ინსპექტირების სამსახურს. ასეთი ქმედებების მიმართ აუცილებლად მოვახდენთ ადეკვატურ და დროულ რეაგირებას. აქვე, ყველას შევახსენებთ, რომ ამგვარი ქმედებებისა და მოქალაქეთა შევიწროებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციებიც.

იძულებითი აღსრულების ფარგლებში სხვის საკუთრებაში შესვლას, ქონების დაყადაღებას, აღწერას და სხვა იძულებით ღონისძიებებს აქვს თავისი ფორმები და ის რეგულირდება კანონით სააღსრულებო წარმოებათა შესახებ, სხვა პირს, სხვა სუბიექტს არ აქვს მსგავსი ქმედების განხორციელების უფლება. აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, ბოლო სამნახევარი წლის განმავლობაში, არ განხორციელებულა მოქალაქის შემავიწროებელი არც ერთი ქმედება, პირიქით, ჩვენ მხარეთა მორიგებაზე ორიენტირებული უწყება გავხდით. ყველაზე რთული გამოსახლებებიც კი მხარეებთან კონსესუსის მიღწევის მცდელობისა და ადამიანის უფლებების დაცვის შედეგად განგვიხორციელებია.

მოვუწოდებ მოქალაქეებს, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით მუქარანარევი ზარების ან შეტყობინებების მიღების შემთხვევაში, მოახდინონ აღსრულების ეროვნული ბიუროს სწორი და დროული ინფორმირება. ბიუროში მოქმედებს ცხელი ხაზი, ასევე შექმნილია სპეციალური ელექტრონული ფოსტა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მოხდეს თითოეული შემთხვევის შესახებ ბიუროსთვის ინფორმაციის მიწოდება.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42