„არ ვეთანხმები, რომ იმის გარკვევა დავიწყოთ, ვისზე არსებოს ვიდეომასალა და ვინ უნდა დატოვოს თანამდებობა. ტერორისტები მიზნად სწორედ მაგას ისახავს, ასეთი რაღაც ტერორისტს არ უნდა ჩაუვარდეს ხელში და მან არ უნდა დაიწყოს საზოგადოების დაშანტაჟება. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანი ვარ, ძალიან ბევრი ცოდვა მაქვს ჩადენილი და თუ ამ ცოდვების მიხედვით გადაწყდება ჩემი საჯარო სივრცეში ყოფნა, ალბათ, მე არ უნდა ვიყო საჯარო სივრცეში,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში ინტერნეტსივრცეში პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები გავრცელდა, ამასთანავე ერთ-ერთი ვიდეოჩანაწერი მუქარასაც შეიცავდა და რამდენიმე პოლიტიკოსსა და ჟურნალისტს 31 მარტამდე თანამდებობის არდატოვების შემთხვევაში პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნებით ემუქრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






