ჯარისკაცის მთელი მოღვაწეობა იმაში მდგომარეობს, რომ მშვიდობით შეინარჩუნოს და გადაარჩინოს თავისი ქვეყანა - მარგველაშვილი
პოლიტიკა - 13:51, 25 Mar, 2016     915

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას დაესწრო. სერჟანტთა მომზადების სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე ცენტრის ახალი ხელმძღვანელის წარდგენაც მოხდა.

საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 13 წელი შეუსრულდა. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა მიმართა, პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ჯარისკაცების დაუღალავი შრომის შედეგად საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდება, გამთლიანდება და ეს ყველაფერი მშვიდობიანი გზით მოხდება. გიორგი მარგველაშვილმა ჯარისკაცებს მათ მიერ გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და დღევანდელი დღე მიულოცა.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს. ჩვენ ვართ სერჟანტთა სკოლაში - სკოლაში იმ ადამიანებისა, რომლებზეც გადადის მთავარი ტვირთი ბრძოლისა, იმ სირთულეებისა, რომლებიც ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე შეეხება. თქვენ გამგრძელებელი ხართ იმ ტრადიციებისა, რომლითაც მრავალსაუკუნოვანი ისტორიით მოვიდა ჩვენი ქვეყანა. ძალიან მცირე ერმა სწორედ თქვენი წინაპრებით და თქვენნაირი ადამიანებით შევძელით შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა. დღეს ეს ტვირთი - იყო ურთულეს ვითარებაში და ურთულეს გარემოებებში, მაგრამ მაინც შეუნარჩუნო შენს სამშობლოს მომავალი და გააძლიერო ის, გადმოსულია თქვენზე, თქვენი ძალისხმევით ჩვენ ვახერხებთ, რომ ურთულეს ვითარებაში დავრჩეთ თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყნად. ნიშანდობლივია, რომ თქვენი სასწავლებლის სახელი უკავშირდება გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელს, იმ ადამიანისა, რომელმაც დაამარცხა სიკვდილი თავისი სიმამაცით. ის მუდმივად იცოცხლებს ჩვენს გულებში", - აღნიშნა ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჯარისკაცის მთელი მოღვაწეობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ომის გარეშე, მშვიდობით შეინარჩუნოს და გადაარჩინოს თავისი ქვეყანა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და სკოლის კურსანტები დაესწრნენ. სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა, 2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42