საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას მისი თანაგუნდელები აკრიტიკებენ.
უმრავლესობის წევრი ფარულ ვიდეო ჩანაწერებთან ხელისუფლების კავშირს გამორიცხავს, თუმცა, მიაჩნია, რომ თანამდებობის პირებმა, რომლებზეც მსგავსი ჩანაწერები არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ.
„მე საერთოდ ვერ გავიგე რა ბრძანა ბატონმა მეჭიაურმა, მგონი აქ კომუნიკაციის პრობლემაა მისი მხრიდან. არ მგონია, რომ ის უნდა ეთქვა რაც თქვა, თუ ასე ფიქრობს, და თუ მეჭიაური არის გულშემატკივარი ტერორიზმისა და შესაძლოა თვითონ აქვს რაიმე კადრები, ვერ გეტყვით, მაგრამ მე მაინც კომუნიკაციის პრობლემა მგონია, რაღაც ისე ვერ თქვა ბატონმა თამაზმა. არ მინდა, რომ რომელიმე ასეთმა საქციელმა ვინმეს გადადგომა გამოიწვიოს, ვინაიდან ეს ქმედითი ღონისიძიება ყოფილა და მაშინ უნდა წავახალისოთ ასეთი რამ, მე ვფიქრობ, რომ ბატონი თამაზის სიტყვები ან სწორად არ იყო გამოთქმული, ან სწორად არ იყო გაგებული, მაგრამ ამას თვითონ განმარტავს, ადვოკატად ნამდვილად ვერ დავუდგები, მაგრამ პროკურორობის სურვილიც არ მაქვს“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






