საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას მისი თანაგუნდელები აკრიტიკებენ.
უმრავლესობის წევრი ფარულ ვიდეო ჩანაწერებთან ხელისუფლების კავშირს გამორიცხავს, თუმცა, მიაჩნია, რომ თანამდებობის პირებმა, რომლებზეც მსგავსი ჩანაწერები არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ.
„არა მხოლოდ თამაზ მეჭიაური, ბევრი სხვა ადამიანიც ასე ფიქრობს, არის მოსაზრება, რომ გაუძლოს ზეწოლას თუ შანტაჟს, კონკრეტულმა ადამიანმა, მე როგორ ვფიქრობ ერთია, მაგრამ სახელმწოფოს როგორ სჭირდება, არის მეორე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
გედევან ფოფხაძის განცხადებით კი არავის არ აქვს უფლება პერსონალური სივრცე ადამიანს წაართვას:
„დამნაშავეს მე კიდევ ხელი შევუწყო იმისათვის, რომ თავისი დანაშაული ბოლომდე მიიყვანოს და კერძო ინტერესი დააზარალოს, ამაში ბატონ თამაზს ნამდვილად არ ვეთანხმები, არავის არ აქვს უფლება ეს პერსონალური სივრცე ადამიანს წაართვას“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






