საბავშვო ბაგა ბაღების ყოფილ დირექტორებს, თბილისის მერი ურჩევს სასამართლოს მიმართონ, თუ მათ გადაწყვეტილებების სამართლიანობაში ეჭვი ეპარებათ.
ნარმანიამ თბილისის საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.
დედაქალაქის მერი ბაღების თანამშრომლებს აღმზრდელობითი პროცესის აღდგენისკენ მოუწოდებს:
„ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და რაიმე სახის სამართლებრივი საფუძველი პროტესტთან დაკავშირებით არ არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ ბაღებში გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი, რათა არაფერი მოაკლდეთ ჩვენს პატარებს. ჩვენი უმთავრესი საზრუნავი არიან ჩვენი პატარები და იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ უკეთესი პირობები და უფრო მოწესრიგებული გარემო, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ ისინი უკანონოდ გაათავისუფლეს, არსებობს სამართლებრივი მექანიზმები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






