საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ლეიბორისტული პარტიის განცხადებას
პოლიტიკა - 10:41, 25 Mar, 2016     1115

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმაურება ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას 24 მარტს გაკეთებულ განცხადებას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ საქმიანობასთან დაკავშირებით და საზოგადოების სწორად ინფორმირებისათვის, მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს შემდეგი:

ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიზნით, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ გამოეყო 2.5 მილიონი ევროს ოდენობის სესხი.

ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განმარტავს, რომ ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის რეგულაციების შესაბამისად, სესხის განაცხადის წარდგენა ხდება ბანკის წევრი სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სახელით, ხოლო სასესხო ხელშეკრულება გაფორმდება უშუალოდ ევროპის საბჭოს განვითარების ბანკსა და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ შორის.

მნიშვნელოვანია, რომ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ სესხის ფარგლებში განსაზღვრული აქვს მიკრო და მცირე საწარმოების დაფინანსება საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში. „კრედოს“ ძირითადი სეგმენტი არის სწორედ სოფლის მოსახლეობა, რომელიც ჩართულია სოფლის მეურნეობაში.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აღნიშნავს, ქვეყნისთვის პრიორიტეტულია კერძო სექტორის დაფინანსება, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის აქტიური ჩართვა კერძო სექტორში და სხვადასხვა მიმართულების პროექტების დაფინანსება, რაც ასევე, ხელს შეუწყობს დამატებითი კერძო ინვესტიციების მოზიდვას.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში კვლავ გაგრძელდეს და გაფართოვდეს კერძო სექტორის დაფინანსება სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიერ და ასევე გაიზარდოს ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის კერძო სექტორში პარტნიორების რაოდენობა, რაც მნიშვნელოვან წილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში,“ - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42