„ქართული ოცნების“ საარჩევნო სია შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს. ამაზე ღიად პოლიტიკოსები არ საუბრობენ და არც ადასტურებენ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას მათ გუნდში.
ღარიბაშვილის დაბრუნებას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია მიესალმება- „ირაკლი ღარიბაშვილს ვხედავ ყველგან სადაც არის ჩვენი გუნდი, ვისურვებდი რომ ის იყოს ჩვენ გუნდთან ერთად საარჩევნო პროცესში- განაცხადა ბესელიამ.
გავრცელებული ინფორმაციით პარლამენტის დატოვება თამაზ მეჭიაურსაც მოუწევს
„თუ გუნდს მიაჩნია, რომ მე მისთვის სარგებლობა ვერ მომაქვს და ზარალი ჩემი იქ ყოფნა რა თქმა უნდა, ამას მე მივიღებ ჩვეულებრივად“- აცხადებს მეჭიაური
როგორც ცნობილი გახდა „ქართული ოცნების“ ახალ სიაში თამარ ჩუგოშვილს, მირიან გოგიაშვილს, არჩილ თალაკვაძეს, გრეტა წიწავას, რამია ალიევასაც ვიხილავთ.
მასალის გამოყენების პირობები






