,,ხის გაგრძელება.....(აი, საიდან დაწყებულა)
ტაქსის მძღოლი ნაღდი დიპლომიანი შემხვდა... დინჯი, განათლებული, მეორე დიპლომი არ უხსენებია... საცობმა გვაცალა და ყველაფერზე მოვასწარით საუბარი, ლარზე, დოლარზე, ტერორზე, ანტიტერორზე, კულინარიაზე და ხეზეც:((((
ეგ რა არისო: ბაკურიანში სახლს რომ ვუშენებდითო, ინჟინრების დიდი გუნდი მიგვიყვანა და ტყიდან საძინებლამდე 10 კილომეტრიანი მილის გაყვანა დაგვაპროექტებინაო - უღრანი ტყიდან სუფთა ჟანგბადი უნდა ვისუნთქოო... ....
უკვე ვიწყებდით სამუშაოებსო, როცა ვიღაცამ "გადაგვარჩინაო" , ეჭვის ჭია გაუღვიძესო: ამ 10 კილომეტრიან მილს ვინ დაიცავს, ხომ შეიძლება რომელიმე მონაკვეთზე თქვენმა მტერმა გახვრიტოს და შხამიანი გაზი შემოგიშვათო...
მე ვერის "ანტრესთან" ჩამოვედი, ყავა არ შემერგო, გამიცივდა, დაკრეჭილი ვიცინოდი... მერიკოს და თამუნას ვეგონე გავგიჟდი:((((
პ.ს. მომატყუა ვითომ? რაში დასჭირდენოდა? თუმცა ზღვის ზედაპირზე ტაატით მონარნარე ტიტახეები თვალით რომ არ დაგვენახა და ასე ტაქსის მძღოლს მოეყოლა, ხომ არ დავუჯერებდით? გარდა ამისა, მისია ფული და რომელ მილსაც უნდა იმას შეიყვანს საძინებელში...“ - წერს ესმა კუნჭულია.
მასალის გამოყენების პირობები






