სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეეწირა, ბელგიელ ხალხს მიუსამძიმრა. ტარიელ ხეჩიკაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„მინდა სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს. ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. ვფიქრობ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ცივილური სამყაროს გაერთიანებას. ეს არის დიდი გამოწვევა და განსაცდელი, რაც ემუქრება კაცობრიობას ტერორიზმის სახით“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ხალხის თანაგრძნობისთვის სამძიმრის წიგნი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გაიხსნა. საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მთავრობის წევრებს და მოქალაქეებს 25 მარტის 18 საათამდე შეუძლიათ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთონ და ბელგიელ ხალხს მიუსამძიმრონ.
მასალის გამოყენების პირობები






