დავით უსუფაშვილი ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
პოლიტიკა - 19:16, 24 Mar, 2016     1265

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, თედო ჯაფარიძესთან ერთად, ვიზიტით ქუვეითის სახელმწიფოში იმყოფება, სადაც შეხვედრა ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან, მარზუკ ალი ალ გჰანიმთან გამართა.

ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მიესალმა დავით უსუფაშვილის ვიზიტს მის ქვეყანაში და აღნიშნა, რომ ქუვეითის სახელმწიფოსთვის საქართველოსთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია. მარზუკ ალი ალ გჰანიმმა და დავით უსუფაშვილმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარების დინამიკა პოზიტიურად შეაფასეს, რასაც მათივე თქმით, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტიც ადასტურებს.

დავით უსუფაშვილმა ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს მასპინძლობისა და მისი ქვეყნის მხრიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე შეფასებით, ცალსახაა, რომ საქართველოსა და ქუვეითის სახელმწიფოს ურთიერთობის გავითარების დიდი პოტენციალი გააჩნიათ.

მხარეებმა საპარლამენტო საქმიანობასა და ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, საპარლამენტთაშორისო კავშირების გასაღრმავებლად, აუცილებელია, ერთმანეთთან აქტიურად იმუშაონ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებმა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში საპარლამენტთაშორისო კავშირების მნიშვნელობაც აღნიშნეს. დავით უსუფაშვილმა საქართველოს პარლამენტთან ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი გაიხსენა და იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გააქტიურდება.

მარზუკ ალი ალ გჰანიმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ ყველა სამთავრობო ინიციატივას სრული მხარდაჭერა ექნება ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის მხრიდან.

შეხვედრაზე საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მიზანი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაა.

მხარეების განცხადებით, ორივე ქვეყანა სტაბილურობისა და მშვიდობისკენ ისწრაფვის, რაც განვითარების საწინდარია.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალიც და აღნიშნეს, რომ ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალით დაინტერესებას ადასტურებს ქუვეითის სახელმწიფოდან ჩამოსული ტურისტების მზარდი დინამიკაც. ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესახებაც, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბიზნესის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფნის როლსა და მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა, მიმზიდველი ბიზნესგარემოთი და საგადასახადო სისტემით, დღითიდღე მეტი ინვესტორის ყურადღებას იპყრობს. დავით უსუფაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე საქართველოში მოიწვია.

შეხვედრას ქუვეითის სახელმწიფოს ეროვნული ასამბლეის კომიტეტების თავმჯდომარეეები და წევრები ესწრებოდნენ.

დავით უსუფაშვილის ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში 25 მარტს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42