ფატუ ბენსუდა აგვისტოს ომის გამოძიების შესახებ Guardian-ში სტატიას აქვეყნებს
პოლიტიკა - 17:17, 24 Mar, 2016     1730
"რუსეთ-საქართველოს ომი: რატომ დაიწყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ომის დანაშაულის გამოძიება" - ამ სათაურ აქვეყნებს სტატიას „გარდიანში“ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა და გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.

ფატუ ბენსუდას თქმით, აგვისტოს ომის შედეგად დაიღუპა ან დაშავდა ასობით ადამიანი , ათასობით ადამიანი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. მისი თქმით, ქართული და რუსული მხარეები გამოძიებას ატარებდნენ, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების არასტაბილური ვითარების გამო, საქართველოში გამოძიების პროცესი შეჩერდა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის თქმით, გასული წლის მარტში საქართველოს ხელისუფლებამ აცნობა, რომ 2008 წლის მოვლენებზე შიდა გამოძიების შემდგომი პროგრესის პერსპექტივა არ ჩანდა. რის შემდეგაც, მან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს საკუთარი გამოძიების ჩატარების თხოვნით მიმართა.

"ამ ეტაპზე მტკიცებულებუბების მოპოვება ხდება. თუკი მტკიცებულებები მოგვცემს იმის გონივრულ საფუძველს, რომ პირმა კაცობრიობის წინაშე და ომის დანაშაული ჩაიდინა , მაშინ დაიწყება შემდეგი ეტაპი - მივმართავთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, დაკავების ორდერის ან სასამართლოში გამოცხადების შესახებ ბრძანების გაცემის შესახებ" - წერს ბენსუდა.

ბენსუდას თქმით, გამოძიება არ ეხება პოლიტიკური უთანხმოებების მოგვარებას, "სამხრეთ ოსეთის" სტატუსის განსაზღვრას, ან ვინმესთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას სამხედრო მოქმედებების დაწყებისთვის. პროკურორის თქმით, გამოძიება არის დამოუკიდებელი იურიდიული პროცესი.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42