„იქს ფაქტორის“ მესამე სეზონის ეთერში გასვლამდე დათუნა ლაზარიშვილის ნიჭიერების ამბავი ინტერნეტში ვირუსივით გავრცელდა და მაყურებელი პროექტის 12 წლის მონაწილეს დიდი ინტერესით ელის. დათუნას დედა, ყველასათვის კარგად ცნობილი კომპოზიტორი და მომღერალი მაიკო კაჭკაჭიშვილი ცხადია შვილის გამოსვლის დროს ისე ნერვიულობდა ვერავის ვეღარ ცნობდა. დათუნამ იმდენად კარგად იმღერა, რომ დარბაზი ფეხზე წამოაყენა და ნიკა გვარამიაც აატირა. შევიტყვეთ ისიც, რომ დათუნას ტყუპისცალი, ლუკა ლაზარიშვილი პროექტში მომავალ სეზონზე აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას.
სოციალურ ქსელში კი მაიკო კაჭკაჭიშვილის სტატუსიც გამოჩნდა, რომელიც იმ ემოციას გადმოსცემს, რაც მან შვილის სცენაზე დგომის დროს გამოსცადა.
„მე ვნერვიულობდი ისე რომ მეგობრებსაც ვერ ვცნობდი რომლებიც ყოველ ორ წუთში მამოწმებდნენ რომ გული არ წამსვლოდა, ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა რომ ეს ბავშვი სცენაზე კი არა, ფილარმონიაშიც პირველად იყო, ვფიქრობდი ხალხის რაოდენობამ, სცენამ არ შეაშინოს და არ დაიბნესთქო, ამაზე ნერვიულობამ ფაქტიურად გამანადგურა...“



მასალის გამოყენების პირობები






