სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი N19 დაწესებულებას ესტუმრა
პოლიტიკა - 16:49, 24 Mar, 2016     1440

ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი და სამედიცინი დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი ქსნის N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრნენ.

დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა დაწესებულების სამედიცინო განყოფილება დაათვალიერეს და სამედიცინო პერსონალსაც შეხვდნენ . შეხვედრაზე სამსახურებრივი მოვალეობის მაღალ დონეზე შესრულებისთვის ორ ექიმს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისგან კახა კახიშვილისგან მადლობის სიგელი გადაეცა.

პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ზვიად მიხანაშვილმა დაწესებულების სამედიცინო პერსონალის საქმიანობა დადებითად შეაფასა. „N19 დაწესებულების ექიმების საქმიანობას დიდ მნიშველობას ვანიჭებთ. ისინი მაღალ დონეზე ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. დღევანდელ დღეს ვულოცავ მთელ სამედიცინო პერსონალს, რომელიც საქართველოში ტუბერკულოზს ებრძვის,“-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

სამედიცინი დეპარტამენტის ხელმძრვანელის თამთა დემურიშვილის განცხადებით, გასული წლიდან N19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის ლაბორატორიაში შესაძლებელია ტუბერკულოზის სწრაფი დიაგნოსტირება GENEXPERT-ის აპარატით.

„დღეის მდგომარეობით პენიტენციურ დაწესებულებებში მკურნალობს 67 პაციენტი, წინა წლებთან შედარებით ეს ძალიან დაბალი ციფრია. მნიშვნელოვანია, რომ ტუბერკულოზით დაავადებული პატიმრებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი გვაქვს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და აპარატურით. მათ შორისააა „GENEXPERT”-ის აპარატი, რომლის საშუალებითაც 24 საათში ხდება დიაგნოზის დადგენა,“-განაცხადა თამთა დემურიშვილმა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბერკულოზით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42