დავით უსუფაშვილი ქუვეითის სახელმწიფოს საინვესტიციო სააგენტოს ალტერნატიული ინვესტიციების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
პოლიტიკა - 16:48, 24 Mar, 2016     1082

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, თედო ჯაფარიძესთან ერთად, ვიზიტით ქუვეითის სახელმწიფოში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილმა შეხვედრა ქუვეითის სახელმწიფოს საინვესტიციო სააგენტოს ალტერნატიული ინვესტიციების აღმასრულებელ დირექტორთან, ფარუქ ა. ბასტაკისთანგამართა.

ფარუქ ა. ბასტაკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისა და სააგენტოს საქმიანობით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა, რაზეც, თავის მხრივ, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ქუვეითის სახელმწიფოში ვიზიტი მიზნად მასპინძელი ქვეყნისთვის საქართველოსა და მისი ეკონომიკური პოტენციალის ყველა მიმართულებით გაცნობას ისახავს, ხოლო ქუვეითის საინვესტიციო სააგენტოში სტუმრობა ქართული დელეგაციისთვის ვიზიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საინვესტიციო მიმართულებით მუშაობა უშუალოდ სამთავრობო სტრუქტურების პრეროგატივაა, ამ კუთხით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს საპარლამენტო დელეგაციაც, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალსა და შესაძლებლობებს მასპინძლებს ყველა დონეზე გამართულ ოფიციალურ შეხვედრებზე აცნობს. მისივე თქმით, საქართველო, რომელიც ღია და სტაბილური ქვეყანაა მიმზიდველი ბიზნესგარემოთი და საგადასახადო სისტემით, დღითიდღე უფრო მეტი ინვესტორის ყურადღებას იპყრობს.

დავით უსუფაშვილმა ქუვეითის სახელმწიფოს საინვესტიციო სააგენტოს ალტერნატიული ინვესტიციების აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გაფართოებასთან დაკავშირებული პროექტები, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ასევე, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტი გააცნო და აღნიშნა, რომ საქართველოს შესაძლებლობებს უკვე იყენებენ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნები. ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესახებაც, რაც, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ბიზნესის განვითარებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. დავით უსუფაშვილმა საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) გენერალურ მდივანთან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ ქუვეითის სახელმწიფოს საინვესტიციო სააგენტო დაინტერესდება იმ ბიზნესფორუმებში მონაწილეობით, რომელთა გამართვის შესაძლებლობაზე გუშინ, ქვეყნის ემირთან გამართული შეხვედრისას იმსჯელეს. მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის შესახებ ისაუბრეს.

ფარუქ ა. ბასტაკიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ქუვეითის სახელმწიფოს საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობა და საინვესტიციო მიმართულებები გააცნო. მისი განცხადებით, სააგენტო საქართველოს ბიზნეს და ეკონომიკური პოტენციალით დაინტერესდება. ალტერნატიული ინვესტიციების აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს ინვესტიციების მოზიდვის გაუმჯობესების მხრივ რჩევებიც მისცა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიზანია, შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც ქუვეითის სახელმწიფოს მსგავს, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებს დააინტერესებს.

დავით უსუფაშვილის ვიზიტი ქუვეითის სახელმწიფოში 25 მარტს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42