შეხვედრებზე პარტიის ლიდერები მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის და პლათფორმის მთავარ გზავნილებს აცნობენ.
დღეს, ირაკლი ალასანია, ვიქტორ დოლიძესთან და ზურაბ აბაშიძესთან ერთად გლდანში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე სადაც ხუთასზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი, პარტიის ლიდერებმა მოქალაქეებს დეტალურად გააცნეს ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ეკონომიკური პროგრამის ძირითადი პრიორიტეტები.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა დეტალურად ისაუბრა ახალ ინიციატივაზე, რომელიც უიმედო ვალების ჩამოჭრა/ჩამოწერას ითვალისწინებს, კანონპროექტი პარლამენტში დავით ონოფრიშვილმა წარადგინა.
კიდევ ერთი კანონპროექტი, რომელიც ირაკლი ალასანიამ მოსახლეობას გააცნო, ბანკებში გადასახდელი სესხის პროცენტის დაბეგვრისგან გათავისუფლებაა, "თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივით, მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც იპოთეკური სესხი აქვს, საპროცენტო ხარჯი 20%-ით შეუმცირდება.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა ასევე, დეტალურად ისაუბრეს სოციალურად დაუცველების პრობლემებზე, ეკონომიკურ კრიზისზე, იპოთეკარების პრობლემებზე.
გლდანში მცხოვრებთათვის, ისევე, როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობისთვის უმუშევრობა მთავარი პრობლემაა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სამედიცინო პროგრამის გაუმჯებესებას და დევნილთა პრობლემებს.
ირაკლი ალასანიამ და თავისუფალი დემოკრატების სხვა ლიდერებმა ადგილობრივებს პრობლემების მოგვარების ხედვა შესთავაზეს და სისტემაში გასატარებელ რეფორმებზე ისაუბრეს.
მასალის გამოყენების პირობები






