„მათ ვინც ომის დროს ახლობლები დაკარგეს ჭრილობები ჯერაც არ შეხორცებიათ. ეს მკრეხელობაა მათ წინაშე, ვინც დაიღუპა. გარდა ამისა ჩრდილო ოსეთში გლოვაა. 40 დღეს არ გასულა მას შემდეგ რაც რესპუბლიკის მეთაური ტამერლან აგუზაროვი გარდაიცვალა. ჯერ ადგილობრივი კულტურის მოღვაწეებიც არ მართავენ კონცერტს და რატომ ვაძლევთ საქართველოს ამის უფლებას? ჩვენ ყველანაირ ზომას მივიღებთმ რომ ეს კონცერტი არ შედგეს.
აქვე დავძენთ, რომ 21 მარტს თბილისში რუსეთის საელჩოს წინ შედგა მიტინგი, ნადეჟდა სავჩენკოს მხარდასაჭერად, რომელიც რუსეთის მოქალაქეების მკვლელობაშია ბრალდებული. ამ აქციაზე მონაწილეობას ერთ-ერთი ქართული ანსამბლიც იღებდა. ეს ანსამბლები არა მარტო ოსების წინააღმეგ გამოდიან, არამედ მთელი რუსეთისაც“- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა ე. წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვიც, მისი თქმით „საქართველოს თემა“ სამხრეთ ოსეთის საზოგადოებისთვის მტკივნეულია და ამ საკითხს მეტი ყურადღებით მოპყრობა სჭირდება.
„ნათელია, რომ ქართველი არტისტების მიწვევა, ჯდება რუსეთის იმ საერთო სტრატეგიაში რომლის მიზანსაც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების აღდგენა და კავკასიაში რუსეთის გავლენის გაძლიერება წარმოადგენს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანებს, რომლებმაც ქართული ფაშიზმის საშინელებები გადაიტანეს, ჯერ კიდევ არ შეხორცებიათ ჭრილობები და მზად არ არიან ოსეთზე ქართველი ხელოვანების კულტურული დემარშისთვის, თუნდაც მის ჩრდილოეთ ნაწილში.
ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ უთანხმოება ოს ხალხს შორის. მე მოვუწოდებ ჩემს თანამემამულეებს, რომ არ აყვნენ ემოციებს და ვიმედოვნებ, რომ თანდაყოლილი კეთილშობილება მისცემს საშუალებას ჩვენ ჩრდილოელ ძმებს, რომ სწორად გაიგონ სამხრეთ ოსეთელების რეაქციები. ასევე შეძლონ სტუმართმოყვარეობა და პოლიტიკური კონიუნქტურა განასხვავონ იმ რთული პროცესებისგან რასაც ქართველებსა და ოს ხალხს შორის ნდობის აღდგენა წარმოადგენს“- ნათქვამია თიბილოვის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






