გიორგი კვირიკაშვილმა პროფესიული განათლების რეფორმის გეგმა წარადგინა
პოლიტიკა - 12:42, 24 Mar, 2016     1205

რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში , საქართველოს პრემიერ მინისტრმა განათლების რეფორმის გეგმა განათლების მინისტრთან ერთად სტუდენტებს გააცნო. საუბარი ძირითადად პროფესიული განათლების სფეროში განსახორციელებელ გეგმებს შეეხო

გიორგი კვირიკაშვილის თქმით პროფესიული განათლების ახალი სასწავლო მოდელი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობით შეიქმნება.

„ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალის არარსებობა. სწორედ ამ პრობლემების არსებობის გამო წამოვიწყეთ ეს ინიციატივა, რომ სწორედ შრომის ბაზრიდან წამოსული მოთხოვნების საფუძველზე შედგეს პარტნიორობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის და ამ პარტნიორობით შეიქმნას ახალი სასწავლო მოდელი. პარტნიორობა არ გულისხმობს რაიმე ტიპის თავს მოხვეულ ინიციატივას სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორის მიმართ. ეს არის პროცესი, რომელიდანაც სარგებელს ყველა მხარე ღებულობს“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა

განათლების მინისტრის თქმით მნიშვნელოვანია, რომ პროფესიულ განათლებაში საჯარო სექტორის ჩართვა მაქსიმალურად მოხდეს. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში კი პროფესიული განათლების ძირითადი სასწავლო პროცესი საწარმოში განხორციელდება. თეორიული და საბაზო მოდულების შესწავლა კი კოლეჯში.

„კოლეჯის ადმინისტრაციულ ხარჯებს დაფარავს სახელმწიფო, ხოლო სტუდენტის სასწავლო ხარჯები იყოფა კოლეჯსა და საწარმოს შორის“- განაცხადა სანიკიძემ.

განათლების რეფორმის პირველი ეტაპი ითვალისწინებს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას პროფესიულ განათლებაში, მე-2 და მე-3 ეტაპზე რეფორმა კი გულისხმობს უმაღლესი განათლების სფეროს და საშუალო განათლების მიმართულების რეფორმას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42