ცენტრალურ აფრიკაში საგამოძიებო ჯგუფი უახლოეს მომავალში გაემგზავრება
პოლიტიკა - 12:27, 24 Mar, 2016     1294

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი თავდაცვის სამინისტროს სპეციალურ წარმომადგენელს გაეროში მირიან ფოფხაძეს შეხვდა. მირიან ფოფხაძე თავდაცვის მინისტრმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიის საქმესთან დაკავშირებით თბილისში სპეციალურად გამოიძახა. თავდაცვის სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა თინათინ ხიდაშელს აფრიკაში საგამოძიებო ჯგუფის გამგზავრებასთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალები და პროცედურები გააცნო.

ამ დროისთვის უკვე შერჩეულნი არიან დამოუკიდებელი საერთაშორისო ჰუმანიტარული და ომის სამართლის ექსპერტები, რომლებიც ცენტრალურ აფრიკაში საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად საგამოძიებო ჯგუფის წევრების სტატუსით გაემგზავრებიან. საგამოძიებო ჯგუფის ვიზიტის თარიღი გაეროს წარმომადგენლების მიერ დაზუსტდება.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველი სამხედროების სახელი იყოს ზუსტად ისეთივე უმწიკვლო, როგორც მათი საბრძოლო მოქმედებაა სამშვიდობო მისიებზე. სწორედ ამიტომ საქართველო აქტიურად არის საგამოძიებო პროცედურებში ჩართული.

„სამედიცინო პროცედურები თითქმის დაასრულეს, კვირის ბოლოს დაამთავრებენ აცრებს, შემდეგ ორკვირიანი ვადაა საჭირო იმისთვის, რომ ეფექტი ნახონ სამედიცინო პროცედურის და აპრილის შუა რიცხვებში იგეგმება გამგზავრება. საზოგადოებას, როგორც შევპირდით მუდმივად ინფორმირებულს ვამყოფებთ“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე და საერთაშორისო საკითხებში მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია. ცენტრალურ აფრიკაში 2014 წლის შემოდგომის მისიასთან დაკავშირებული საქმის გამოძიებას ანა დოლიძე კურირებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42