დავით ნარმანია სტრასბურგში მიმდინარე 30-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა
პოლიტიკა - 10:40, 24 Mar, 2016     1043

თბილისის მერი დავით ნარმანია სტრასბურგში, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა. დედაქალაქის მერმა საქართველოში, როგორც პოსტ-მონიტორინგის ფაზაში მყოფ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ისაუბრა და ყურადღება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე, ასევე, კონგრესის რეკომენდაციების მნიშვნელობასა და მათ დროულ შესრულებაზე გაამახვილა.

"ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა რეფორმებს ატარებს ჩვენი ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობების გასაძლიერებლად, მათ შორის, ხაზი გაესვა იმას, რომ გასულ წელს ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, რამაც მეტი ჩართულობა უნდა უზრუნველყოს, არის მნიშვნელოვანი, ისევე როგორც, ფინანსურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები არის მნიშვნელოვანი და ეს რეფორმები უნდა გაგრძელდეს იმისათვის, რომ ნამდვილი ევროპული დემოკრატია გვქონდეს. მნიშვნელოვანია, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე, ხალხი იყოს უფრო მეტად კმაყოფილი და გაკეთდეს მეტი საქმე, რაც თითოეული ჩვენგანის მიზანია და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, ამისთვის ვსწავლობთ ევროპულ გამოცდილებას, ამისთვის გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა კონგრესთან და კონგრესი გვეხმარება რეკომენდაციებით, მონიტორინგითა და კარგი პრაქტიკების გაზიარების თვალსაზრისით",- განაცხადა თბილისის მერმა.

"პოსტ მონიტორინგის პროცესში კონგრესი ეხმარება სახელმწიფოებს მონიტორინგის დასკვნების შედეგად გაკეთებული რეკომენდაციების შესრულებაში. ყველაფერი ის, რისი შესრულებაც საჭიროა, პრაქტიკულად უნდა იქნეს განხორციელებული. რადგანაც საქართველომ გამოხატა სურვილი ამ დახმარების მიღების, კონგრესი მოხარულია, იმუშაოს საქართველოსთან ერთად და დაეხმაროს რეკომენდაციების შესრულებაში", - განაცხადა ჟან კლოდ ფრეკონმა, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტმა.

დავით ნარმანიას მოხსენებამდე, კონგრესის პლენარულ სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, უფრო ვრცლად, კონგრესის წევრებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ შერგელაშვილმა გააცნო და ყურადღება დეცენტრალიზაციის მნიშვნელობასა და თანამედროვე, გამჭვირვალე, მოსახლეობის ინტერესების გამომხატველ ადგილობრივ ხელისუფლებაზე გაამახვილა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ურყევი ნებაა, დეცენტრალიზაციისა და ადილობრივი თვითმმართველობის დემოკრატიზაციის პროცესები გააგრძელოს და ბოლომდე მიიყვანოს, პოსტ-მონიტორინგის პროცესი კი, მნიშვნელოვანია.

ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიას დავით ნარმანიასთან ერთად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებიან. სესიაზე, ასევე, იმყოფება რუსთავის მერი დავით ჯიქია და ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაია.

კონგრესის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, დავით ნარმანია სტრასბურგის მერიის მიერ ორგანიზებულ მიღებას დაესწრო.

თბილისის მერის ოფიციალური ვიზიტი სტრასბურგში დღეს დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42