დაგეგმილ მოლაპარაკებებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აფასებენ.
უმრავლესობის დეპუტატის მანანა კობახიძის აზრით, ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება საზოგადოებას გამოადგება.
„თუ კი ის დაბრუნდება პარტიაში და საერთოდ პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს, მე ვფიქრობ ეს იქნება კარგი იმიტომ, რომ მას აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, რესურსი და ცოდნა. მე ვფიქრობ მას შეუძლია ეს მოახმაროს საზოგადოებრივ საქმეს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს"-განაცხადა მანანა კობახიძემ.
ღარიბაშვილის აქტიურ პოლიტიკურ პოზიციას მიესალმება გედევან ფოფხაძეც. იგივე აზრზეა თამაზ მეჭიაურიც. დეპუტატი აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერს პოზიტიური საქმეების გაკეთება შეუძლია პარტიულ საქმიანობაში.
უმცირესობის წევრის გიგი წერეთელის განცხადებით, ღარიბაშვილის პოლიტიკაში ხელმეორედ მოსვლა არსებულ მძიმე სურათს არ შეცვლის.
"მნიშვნელობა არ აქვს ვინ სად იქნება, საქართველოს მოსახლეობამ მე ვფიქრობ, ძალიან კარგად გაიგო ის არშესრულებული დაპირებები, რომლებიც ქართულმა ოცნებამ დაგვანახა,“-განაცხადა გიგი წერეთელმა.
ექსპრემიერ ღარიბაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი წევრი გია ცაგარეიშვილი.
„არ ვფიქრობ, რომ დღეს ეს საქართველოს მოქალაქეს ადარდებდეს“- განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
"ნიუპოსტი" დღეს მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანთან, ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებას.
გვაინტერესებდა თუ რა ფორმით მოხდება ირაკლი ღარიბაშვილის პარტიის საქმიანობაში ჩართვა და რა სახის კონსულტაციებია დაგეგმილი, თუმცა კობახიძე ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ამ მთავარ კითხვაზე პასუხი სავარაუდოდ აპრილში დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე გახდება ცნობილი.
თავად ღარიბაშვილი გადადგომის შემდეგ მედიასთან არ გამოჩენილა.
მასალის გამოყენების პირობები






