ჰოლანდია საქართველოს ავიაციის რეფორმაში დაეხმარება
პოლიტიკა - 17:17, 23 Mar, 2016     1292

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოს დაუმას შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. მხარეებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ჰოლანდიასთან ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. მისი განცხადებით, ნიდერლანდების სამეფო საქართველოს ავიაციის რეფორმაში დაეხმარება. „ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა როგორც მინისტერიალის ფორმატში, ასევე, ერთი კვირის წინ ლონდონში. მათ გამოხატეს მზადყოფნა, რომ მონაწილეობა მიიღონ ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტის განხორციელებაში. ჰოლანდია ერთ-ერთია იმ ქვეყანათა შორის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თავს იკავებდა. დღეს კი უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ და ელჩმაც საბოლოოდ დაგვიდასტურა, რომ ისინი ავიაციის რეფორმაში დაგვეხმარებიან; დაგვეხმარებიან ნატო-საქართველოს პაკეტის ფარგლებში ავიაციის კომპონენტის გაძლიერებაში. ეს ერთგვარად სამუშაო შეხვედრა იყო ტექნიკური საკითხების დასაზუსტებლად - როგორ, რა ფორმატში და რა ჯგუფი იქნება. ჩვენ გასულ კვირას გვყავდა ფრანგების ჯგუფი, რომელიც ამ პაკეტის ფარგლებში საჰაერო თავდაცვას კურირებს და ამ მიმართულებით რეფორმისთვის გვეხმარება და ახლა უკვე, ძალიან მალე მივიღებთ ჰოლანდიურ ჯგუფს, რომელიც ავიაციაში დაგვეხმარება. ეს ორი მიმართულებაა, სადაც დღეს ძალიან ქმედითი ღონისძიებებია დაგეგმილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერებისთვის და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო წარმატებული იქნება ეს რეფორმა და უფრო სერიოზულ შედეგებამდე მიგვიყვანს, ვიდრე ცალკე ქართული მხარე დაგეგმავდა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ელჩს საქართველოსთვის თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე დაესწრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42