იუსტიციის სამინისტროში საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფი შეიკრიბა. აღნიშნულ ჯგუფს კოორდინაციას იუსტციის მინისტრი, თეა წულუკიანი უწევს. შეხვედრაზე მთავრობას შალვა თადუმაძე წარმოადგენდა, მმართველ პარტიას კი ხუთი კანონმდებელი, ინტერპარტიული ჯგუფიდან ოთხი პოლიტიკოსია იმყოფებოდა იუსტიციის სამინისტროში.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გიორგი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეხვედრა შესაძლოა შეფასდეს, როგორც პოზიტიური:
„ყველა თემაზე, რომელიც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს გავაცანით, ავუხსენით დეტალურად, არის მზაობა გაგრძელდეს მსჯელობა, ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე ხელისუფლებისგან გარკვეულ შეჯერებულ ვარიანტებს მოვისმენთ, იმიტომ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც მონაწილეობენ ფორმატში, უნდა შეაჯერონ ეს საკითხები, კოალიციაში და კონკრეტული თანხმობის მიმართულებები იქნება ჩვენს წინადადებებზე თუ მათი მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები და წინადადებები, შევთანხმდით, რომ ჩვენ ყველაფერ ამას მოვისმენთ შემდეგ შეხვედრაზე. პროცესი, მე ვთვლი, რომ პოზიტიურად დაიწყო იმ თვალსაზრისით, რომ არ ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რომ რომელიმე თემა არავითარ შემთხვევაში არ უნდა განვიხილოთ არც ჩვენი, არც მათი მხრიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ გვეცოდინება ხელისუფლება როგორ უყურებს უპირველეს ყოვლისა საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხებს, აქედან გამომდინარე, შემდეგ როგორ უყურებს საარჩევნო კოდექსში ცვლილების საკითხს“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






