მერია ბაგა-ბაღშებში დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს ეხმაურება
პოლიტიკა - 16:19, 23 Mar, 2016     1449

თბილისის მერია რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღში დირექტორების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.

"გვინდა განვაცხადოთ, რომ დირექტორების გათავისუფლება მხოლოდ მათი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას უკავშირდება და საკითხის პოლიტიზება ჩვენთვის მიუღებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ბაღებში აღმოჩენილი კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, გარკვეული პირები ცდილობენ, დირექტორების გათავისუფლება პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ.

აღვნიშნავთ, რომ ბაგა-ბაღებში ბავშვებისთვის უსაფრთხო და ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე პასუხისმგებელი არის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო. სააგენტოს ხელმძღვანელობა არ დაუშვებს საფრთხე შეექმნას ბავშვების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, შესაბამისად ყველა დარღვევას, მათ შორის ფინანსურსაც, ადეკვატური რეაგირება მოყვება.

მოვუწოდებთ მშობლებს, ნუ ჩაერთვებიან კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკურად მართულ პროცესებში!

რაც შეეხება დარღვევებს, რის საფუძველზეც გათავისუფლდნენ დირექტორები, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ბაღებში ინსპექტირება ჩაატარა როგორც თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მონიტორინგის სამსახურმა, ასევე თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა. შემოწმდა დაფინანსების მოთხოვნის, მიღებისა და გასული ხარჯების მიზნობრიობა, რის შედეგადაც გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების ზედმეტად ჩამოწერა, საკვები პროდუქტისათვის მოთხოვნილი თანხების სააგენტოსთან შეუთანხმებლად სამეურნეო ხარჯების დასაფინანსებლად გამოყენება და სხვა. სააგენტოს წესდების თანახმად კი, ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას წარმართავს და მის ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის დირექტორი.

თბილისის მასშტაბით ამ დროისთვის 161 ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს და სააღმზრდელო პროცესში 56 000 ბავშვია ჩართული", - ნათქვამია განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42