"თავისუფალ დემოკრატებს" ახალი წევრი, ამირან გიგუაშვილი შეუერთდა
პოლიტიკა - 15:40, 23 Mar, 2016     1748

კრწანისში "თავისუფალი დემოკრატების" თბილისის ორგანიზაციის რაიონული ოფისი გაიხსნა. კრწანისის ქუჩა #14-ში ოფისის გახსნას დაესწრნენ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები ირაკლი ალასანია, შალვა შავგულიძე, თამარ ამაშუკელი, გიორგი ცაგარეიშვილი და ზურაბ აბაშიძე. ოფიციალურ გახსნაზე ირაკლი ალასანიამ დამსწრე საზოგადოებას "თავისუფალი დემოკრატების" ახალი წევრი, ამირან გიგუაშვილი წარუდგინა და მას "თავისუფალი დემოკრატების" მანდატი გადასცა.

"დღეს მინდა კიდევ ერთი პროფესიონალი წარმოგიდგინოთ, რომელიც "თავისუფალ დემოკრატებს" შემოგვემატა, ჩვენს გუნდში. მიუხედავად ყველა თავდასხმისა, მიზანმიმართული შეტევისა, რომელიც ბოლო დროს ჩვენს წინააღმდეგ ხორციელდება, "თავისუფალი დემოკრატების" გუნდი იზრდება და სულ უფრო ძლიერდება. ამირანის რეზუმე შთამბეჭდავია, მისი ყველა ღირსების ჩამოთვლას დიდი დრო დაჭირდება, ამიტომ აქ შევჩერდეთ. რაც ყველაზე მთავარია, ამირან გიგუაშვილი აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, ადამიანი კი ჩვენთვის, "თავისუფალი დემოკრატებისთვის" უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი ღირებულებაა", – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"მე უბრალოდ, სხვა არჩევანის გაკეთების უფლება არ მქონდა. ჩემი შვილებისთვის, ჩემი ოჯახისათვის, ჩემი მეგობრებისთვის, ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. მე, ახლა უკვე როგორც "თავისუფალი დემოკრატი", შევეცდები ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, საზოგადოებას წარვუდგინო მართლმსაჯულების სისტემის ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღების ჩვენეული ხედვა, რაც უპირველესად ძალოვანი უწყებების, პროკურატურის და სასამართლოს არა მოჩვენებით, არამედ რეალურ დეპოლიტიზაციას გულისხმობს", - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42