,,თბილისის საარჩევნო საზღვრებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას არჩევნების ჩატარება“ - ნიკა მელია
პოლიტიკა - 14:36, 23 Mar, 2016     1542
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია თბილისის საარჩევნო საზღვრებს უპრეცედენტო და წარმოუდგენელს უწოდებს. როგორც ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩევლები საარჩევნო დღეს დაიბნევიან.

"ხელისუფლებამ ცესკოსთან ერთად დაადგინა ახალი ფაქტობრივი საარჩევნო საზღვრები თბილისში, რაც არის უპრეცედენტო და წარმოუდგენელი. რეალურად რაიონები ერთმანეთში არია, აზილა, დაფლითა და მივიდა იმ კონდიციამდე, რომ ამომრჩევლები საარჩევნო დღეს დაიბნევიან. მაგალითად, გლდანის ნაწილი, დიდუბის ნაწილი, საბურთალოს ნაწილი და ჩუღურეთის ნაწილი ერთ საარჩევნო ოლქად აქცია. ერთი მაჟორიტარი, რომელიც კენჭს იყრის ამ საარჩევნო ოლქში, გამარჯვებული, ანგარიშვალდებული იქნება ოთხი რაიონის მოსახლეობასთან. ასევე ის ვალდებული იქნება 4 გამგეობასთან ითანამშრომლოს. ჩუღურეთის საზღვრები შეუერთეს ისნის საზღვრებს, თბილისს შემოურთეს მარტყოფი, სოფელი სააკაძე, ვაზიანის სამხედრო დასახლება. იმდენად მოინდომა ხელისუფლებმა მაქსიმალურად თავისთვის მოერგო წინასაარჩევნოდ ეს უბნები, რომ აიბლარდნენ. დღეს გვაქვს რეალურად ის ვითარება, სადაც კითხვის ნიშნის ქვეშ სერიოზულად დგას რამდენად შევძლებთ არჩევნების ჩატარებას", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებას არჩევნებში მარცხის შიშმა აიძულა. ნიკა მელიამ ასევე განაცხადა, რომ ხვალ პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო საზღვრებთან დაკავშირებით ცესკოში შეხვედრას გამართავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42