თანამშრომლების მასობრივი წმენდა ბაგა-ბაღებიდან და მოახლოებული წინასაარჩევნო პროცესი
პოლიტიკა - 13:32, 23 Mar, 2016     3811
ბაღების მართვის სააგენტოს მიერ თბილისის მეორე ბაგა-ბაღის დირექტორის გათავისუფლებას მასწავლებელთა გაფიცვა და მშობელთა აქცია მოჰყვა. ბაღში აღმზრდელობითი პროცესი შეწყვეტილია.

ბაგა-ბაღის პედაგოგი ნუნუ ცერცვაძე დირექტორის ანა გეგიას გათავისუფლებას უკანონობს უწოდებს.

"2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მარტოხელა დედაა, ფინანსურადაც უჭირს ნათესავთან ცხოვრობს. ის უპატიოსნესი ადამიანი და ყველას მეგობარია"- აღნიშნავს პედაგოგი.

აქციის მონაწილე მშობელი - ქეთევან სარქისიანი აცხადებს, რომ დირექტორის გათავისუფლება ყოველგვარი არგუმენტის გარეშე მოხდა.

"ბავშვებს არაფერი აკლიათ, სითბო, საკვები, განათლება, დირექტორს ჯიბეში არაფერი ჩაუდია, ყველაფერს ბავშვებისთვის აკეთებს, მის პატიოსნებაში ეჭვი არ გვეპარება"- აღნიშნა მშობელმა.

კიდევ ერთი მშობელი მზია უბილავა მომხდარს პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს.

"ახლა უნდა დაასაქმონ ოცნების მხარდამჭერები და კოორდინატორები, თუ ფინანსური დარღვევა იყო სად იყვნენ ბოლო სამი წლის განმავლობაში?"- აცხადებს ის.

ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა გეგიას გათავისუფლებას ფინანსურ დარღვევებს უკავშირებს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

"დირექტორი ქალაქის აუდიტის დასკვნის საფუძველზე გათვისუფლდა. დოკუმენტში რიგ ფინანსურ დარღვევებზეა საუბარი, კონკრეტულად თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან"- აღნიშნა ნინო ბურძენიძემ.

ანა გეგია არ არის ერთადერთი რომელიც აუდიტის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა. მე-6 ბაღის დირექტორი თამარ ბაქრაძე იგივე მიზეზით ორი დღის წინ გაათავისუფლეს. ბაქრაძე არ ეთანხმება ბრალდებებს და გადაწყვეტილებას მისი გათავისუფლების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებს.

"ფინანსების არასწორი განკარგვისა და ხარჯვის მოტივით გამათავისუფლეს. განმიცხადეს რომ ამის გამო ვარ არაკვალიფიციური და შეუსაბამო ამ თანამდებობისთვის. ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ"- ამბობს გათავისუფლებული დირექტორი.

გათავისუფლებულთა შორისაა 91-ე ბაგა-ბაღის დირექტორი ლალი ნაფეტვარიძე, რომელიც ერთ-ერთია იმ სამი დირექტორიდან, რომელმაც თანამდებობა ამ კვირაში დატოვა. აღნიშნულს ნაფეტვარიძე პოლიტიკური მოტივით ხსნის და აცხადებს, რომ მისი გათავისუფლება შვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.

მისი თქმით, დავით ნაფეტვარიძე დიდუბის რაიონის ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეა.

"ის გამგებლის მოადგილის პოსტსაც იკავებდა, მაჟორიტარ-დეპუტატად იყრიდა კენჭს და ვთვლი, რომ მაინც ეს იყო ყველაფერი პოლიტიკური ხასიათის. სასამართლოში ამას ყველაფერს გავასაჩივრებ, ვაგროვებ უკვე საბუთებს და ამას ესე არ დავტოვებ”,-აცხადებს ნაფეტვარიძე.

91-ე ბაგა-ბაღის ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ მას ფინანსური თვალსაზრისით ყველაფერი რიგზე ჰქონდა.

" არაფერი ყოფილა გადამალული, არც საკვები, არც სათამაშო, საწყობში ყველგან ყველაფერში წესრიგი იყო, უბრალოდ, იმ დღეს დაიწვა თევზი და იმ პროცესში შემოვიდა ზუსტად მონიტორინგი, როცა მიმდინარეობდა პარალელურად შეწვა და გადანაწილება ჯგუფებში. ეს იყო მოწყობილი, იმიტომ რომ ვინც დაწვა ალბათ შეატყობინა მონიტორინგს, რომ მე ვერ მომესწრო მასზე რეაგირება და არ ვყოფილიყავი საქმის კურსში და როცა მე კაბინეტიდან სამზარეულოში ჩამოვედი ჯგუფი დამხვდა მონიტორინგის და დავდექი ფაქტის წინაშე, რომ ერთ კილოგრამამდე ხორცი იყო დამწვარი, რომელიც რა თქმა უნდა ბავშვებს ვერ მიეცა. ეს დაფიქსირდა, რომ ბავშვებს არ მიეცა ის საჭირო რაოდენობა პროდუქტების, რაც იყო გათვლილი"- ამბობს ნაფეტვარიძე.

"ნიუპოსტი" დეტალების გარკვევას თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეეცადა. თუმცა პრესსამსახურმა გვითხრა, რომ თემურ თორდინავა მთავრობის კანცელარიაში იმყოფებოდა.

კითხვაზე უკავშირდებოდა თუ არა დირექტორების მასიურ გათავისუფლებას სააგენტოს ხელმძღვანელის კანცელარიაში ყოფნა, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ეს ფაქტი გამორიცხა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა მისიით იმყოფება თორდინავა სახელმწიფო კანცელარიაში.

ჩვენ კითხვით დედაქალაის მერიასაც მივმართეთ. უწყებამ "ნიუპსოტს" სპეციალური განცხადებით უპასუხა:

"თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად ბაღებში თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები დაფიქსირდა. აუდიტის სამსახურმა ინსპექტირება რამდენიმე საბავშვო ბაგა-ბაღში ჩაატარა. მონიტორინგი 2015 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავდა. შემოწმდა დაფინანსების მოთხოვნის, მიღებისა და გასული ხარჯების მიზნობრიობა. ინსპექტირების შედეგად გამოიკვეთა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის ბავშვებისთვის განკუთვნილი საკვების ზედმეტად ჩამოწერა, საკვები პროდუქტისათვის მოთხოვნილი თანხების სააგენტოსთან შეუთანხმებლად სამეურნეო ხარჯების დასაფინანსებლად გამოყენება და სხვა. აუდიტის სამსახურის დასკვნაში აღნიშნულია, რომ რამდენიმე ბაღში დაფიქსირდა სააგენტოს მიერ გადარიცხული ფულადი სახსრების არამიზნობრივი და არასწორი ხარჯვა, რაც მიუთითებს ბაღის დირექტორის პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობას მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს გადაწყვეტილებით აუდიტის დასკვნის საფუძველზე რამდენიმე დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა, რადგან სააგენტოს წესდების თანახმად, ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას წარმართავს და მის ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის დირექტორი"- ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბაგა-ბაღის 20 -მდე დირექტორია გათავისუფლებული.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42