როგორც ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, არსებულ ვითარებაში პროგრამით შეძლებულები უფრო სარგებლობენ, ყველაზე გაჭირვებულ მოქალაქეებს კი წამლის შეძენაც კი არ შეუძლიათ.
ჭიაბერაშვილმა ბოლო პერიოდში ჩარატებულ კვლევის შედეგად გამოვლენილ პრობლემებზეც ისაუბრა.
,,ფონდი "კურაციოს" მიერ ჩატარებულმა უაღრესად საყურადღებო კვლევამ გამოავლინა შემდეგი პრობლემები:
- კვლევაში მონაწილე სამედიცინო დაწესებულებათა მენეჯერების 52.3% სამინისტროდან თანხების ოდნავ ან მნიშვნელოვანი დაგვიანებით ჩარიცხვაზე მიუთითებენ;
- რესპონდენტთა 73.1%-ის აზრით, მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაუარესდა; რესპონდენტთა 64.9% მიიჩნევს რომ მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაუარესდება შემდეგ 6 თვეში.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში არსებულ ქაოსზე მუდმივი საბიუჯეტო დეფიციტიც მეტყველებს. სწორედ ამიტომაა, რომ სამინისტრო საავადმყოფოებს თანხებს დაგვიანებით ურიცხავს და დაგვიანების პერიოდი სულ უფრო იზრდება“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, თუკი ხარჯვა დღევანდელი ტემპით გაგრძელდეს, ,,ბიუჯეტში გამოყოფილი 570 მლნ ლარი სექტემბერში ამოიწურება და პროგრამას 100 მლნ ლარზე მეტი უნდა დაემატოს“.
ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ხარჯვის ეფექტური მექანიზმების შემღება, თუმცა მისი ვარაუდით, მინისტრი ამის განხორციელებას ვერ ახერხებს.
,,ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება და, სამწუხაროდ, წელს დასამატებელი რესურსი, საეჭვოა, იყოს. სამინისტროში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ საყოველთაობა მიზნობრიობით უნდა შეიცვალოს ანუ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს გაჭირვებულებს და არა ყველას.
საყოველთაობაზე უარის თქმა პრობლემის გადაჭრის ერთი ნაწილია მხოლოდ. უფრო მნიშვნელოვანი ნაწილია ხარჯვის ეფექტური მექანიზმების შემოღება, რასაც მინისტრი სერგეენკო ვერ ახერხებს“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






