თბილისის მერი დავით ნარმანია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიას ესწრება
პოლიტიკა - 10:24, 23 Mar, 2016     1247

თბილისის მერი დავით ნარმანია ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება, სადაც ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიას ესწრება.
2016 წლის სესიის თემაა ეთიკა და გამჭვირვალობა ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.

სესიის ფარგლებში განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემები, მათ შორის : ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატია ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების ნაწილში, კულტურათა და რელიგიათაშორისი აქტივობების ორგანიზება. ამასთან, მიმოიხილეს ეთიკისა და გამჭვირვალობის საკითხები ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ევროპის ქვეყნებში, ისაუბრეს კულტურათაშორისი საზოგადოებების შექმნისას გამოვლენილ გამოწვევებზე ადგილობრივ ხელისუფლებებში. ყურადღება გაამახვილეს ლტოლვილთა ინტეგრაციასა და ადგილობრივ ხელისუფლებათა როლზე ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში. ისაუბრეს ადგილობრივი ხელისუფლებების ინსტრუმენტებზე საქმიანობის განხორციელებისას.

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო "ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპული ქარტიის" ხელმომწერი ქვეყანაა, ვალდებულია, დაუახლოვდეს ევროპული სტილის ადგილობრივ დემოკრატიას.

"დღევანდელი სხდომა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხებოდა, მათ შორის, ცალკეულ ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებას, აგრეთვე, განხილული იყო ის დემოკრატიული პროცესები, რაც მიმდინარეობს ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში, შესაბამისად, ძალიან საინტერესო ფორმატია იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ ცალკეული ქვეყნების გამოცდილებაზე, ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. ჩვენ ახლა გავდივართ ადგილობრივი დემოკრატიის იმ გზაზე, რაც ევროკავშირის ძალიან ბევრმა ქვეყანამ თავის დროზე წარმატებით გაიარა - ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კონტექსტში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ "ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპული ქარტიის" ხელმომწერი სახელმწიფო და მისი ძირითადი ნაწილი გვაქვს რატიფიცირებული, ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავუახლოვდეთ ევროპულ ადგილობრივ დემოკრატიას, სწორედ, ეს არის უმთავრესი საფუძველი, რატომაც დაიწყო ჩვენმა ქვეყანამ ადილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 3 წლის წინ, როცა მოვედით ხელისუფლებაში. აქ არა მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, რომ ახალი კანონმდებლობა მივიღეთ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, არამედ ფუნდამენტური ცვლილებები დავიწყეთ ადგილობრივი განვითარების თვალსაზრისით, მათ შორის, ჩვენ ხშირად ვუსვამთ ხაზს და ხვალაც, ჩემი სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება იქნება გამახვილებული ბოლო ორ ცვლილებაზე - პირველი, ესაა ცვლილება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში საზოგადოების ჩართულობის მექანიზმების შექმნას ისახავს მიზნად და მეორე იქნება ფინანსური დეცენტრალიზაციის საკითხები. ამ ნაბიჯებით ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით წინ, ადგილობრივი დემოკრატიისკენ" - განაცხადა თბილისის მერმა.

სესიის დაწყებამდე დავით ნარმანია მონიტორინგის კომიტეტის შეხვედრას დაესწრო , სადაც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მიერ, ევროპული ქარტიის შესრულების მაჩვენებლები მიმოიხილეს. კენჭი ეყარა სხვადასხვა რეკომენდაციებსა და რეზოლუციებს.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს დეპუტატები ესწრებიან. სესიაზე, ასევე, იმყოფება რუსთავის მერი დავით ჯიქია.

პლენარული სესიის დაწყებამდე, კონგრესის წევრებმა და მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ბრიუსელში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42