ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეხუთე პლენარული სხდომა დასრულდა
პოლიტიკა - 10:21, 23 Mar, 2016     973

ბრიუსელში დატრიალებული ტრაგედიის მიუხედავად, ევროპარლამეტში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეხუთე პლენარული სხდომა მაინც შედგა. დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას. სხდომის გახსნისას, საპარლამენტო ასამბლეის თანა თავმჯდომარეებმა, ვიქტორ დოლიძემ და ჰეიდა ჰაუტალამ ერთობლივი განცხადება გააკეთეს ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტის დაგმობის თაობაზე. დღესვე, ასამბლეამ ნადეჟდა სავჩენკოს განთავისუფლების მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც დაგმობილია რუსეთის აგრესიული ქმედებები და როსტოვის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილბა, სავჩენკოს 22 წლით თავისუფლების აღკვეთის თაობაზე.

პლენარულ სხდომაზე პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის; ეკონომიკური ინტეგრაციის; საკანონმდებლო ჰარმონიზაციისა და პოლიტიკური დაახლოების; ენერგო უსაფრთხოებისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტების მიერ მიღებული რეზოლუციები დაამტკიცა. პლენარული სხდომა 23 მარტსაც უნდა გაგრძელებულიყო, რის შემდგომაც ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტების ერთობლივი პრსეკონფერენცია იყო დაგეგმილი, თუმცა ბრიუსელში განვითარებული მოვლენების გამო, ყველა ღონისძიება გაუქმდა და რიგით მეხუთე სესიამ მუშაობა დღეს დაასრულა.

პლენარულ სხდომამდე ევროპარლამენტში ქალთა ფორუმი გაიმართა, სადაც ქალთა გაძლიერებაზე, მშვიდობაზე, თავისუფლებაზე , უსაფრთხოებაზე და ქალების პოლიტიკურ პროცსებში ჩართვაზე იმსჯელეს. როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია საუბარი და აზრების გაცვლა იმ საერთო ძალისხმევაზე, რომლითაც ყველა ქვეყანა ცდილობს, გააძლიეროს ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ სივრცეში. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ ქალთა ფორუმმა ერთმანეთს გარკვეული დახმარება გაუწიონ იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც თითოეულ ქვეყანას ამ მიმართულებით გააჩნია.

ბრიუსელში 21-22 მარტს გამართულ სხდომებში საქართველოს პარლამენტი ასამბლეის თანაპრეზიდენტის უფლებამოსილებით შეხვდა, სადაც საქართველოს პარლამენტიდან ვიქტორ დოლიძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ანი მიროტაძე, გიორგი ჟორჟოლიანი, ფრიდონ საყვარელიძე, გიორგი ჟვანია, ჩიორა თაქთაქიშვილი, დავით დარჩიაშვილი, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი კანდელაკი და ლევან თარხნიშვილი მონაწილეობდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42