ჩვენი მიზანია, სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის 200 მილიონ აშშ დოლარამდე გავზარდოთ - კობიაკოვი
პოლიტიკა - 18:18, 22 Mar, 2016     1118

საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა 2016 წლის სექტემბერში თბილისში გაიმართება- შეთანხმება საქართველოსა და ბელარუსის მთავრობის წევრების გაფართოებულ შეხვედრაზე შედგა.
ბელარუსისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
როგორც ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი კობიაკოვმა აღნიშნა, გასულ წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 45 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც არასაკმარისია.
„ჩვენი მიზანია, სავაჭრო ბრუნვა ჩვენს ქვეყნებს შორის 200 მილიონ აშშ დოლარამდე გავზარდოთ, რაც ორივე მხარის ინტერესებში შედის. იქამდე კი, ჩვენ ამისთვის აუცილებლად მივიჩნევთ წარმოების განვითარებას და თანამშრომლობას აღნიშნული მიმართულებით“, - განაცხადა ანდრეი კობიაკოვმა.
მიღწეულია შეთანხმება კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებსაც ქართული და ბელარუსული მხარეები ერთობლივად განახორციელებენ.
ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მხარეები ასევე მიესალმებიან ბელარუსის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას თბილისში.
ბელარუს კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველთვის იქნება ბელარუსის სანდო პარტნიორი.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას სავაჭრო-ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, საინვესტიციო და სხვა სფეროებში. ასევე, ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას, სამართლებრივი ბაზის განვითარების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას; გამოითქვა მზადყოფნა საერთაშორისო ორგანიზაციებში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.
„ჩვენს ქვეყნებს დიდი პოტენციალი გააჩნიათ ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გასაფართოებლად. ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია საქართველო-ბელარუსის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისია, რომლის მორიგი სხდომის გამართვა დაგეგმილია 2016 წელს, თბილისში. კომისიის კომპეტენციაში შედის აგრეთვე ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავება და გაფართოება სხვადასხვა მიმართულებებით, მათ შორის: სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკის, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ქვეყნებისათვის საინტერესო საკითხები და დავსახეთ თანამშრომლობის გაღრმავებისა და ურთიერთობის განმტკიცების გზები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და ბელარუს კოლეგას სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საუბარი ასევე შეეხო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას და აბრეშუმის გზის ინიციატივას; დაისახა ამ პროცესში საქართველოსა და ბელარუსის უფრო აქტიური მონაწილეობის უზრუნველყოფის გზები.
გიორგი კვირიკაშვილმა ბელარუსი კოლეგა საქართველოში მიიწვია და იმედი გამოთქვა, რომ მინსკში დაწყებული საინტერესო დიალოგი თბილისში გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42