ქალაქი პარალიზებულია, დაშავებულებს შორის ქართველები არ არიან - საქართველოს კონსული ბელგიაში
პოლიტიკა - 17:47, 22 Mar, 2016     2449
საქართველოს კონსული ბელგიის სამეფოში რუსუდან დიდებულიძე "ნიუპოსტთან" საუბრისას აცხადებს, რომ ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბრიუსელში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაშავებულებსა და დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

„ამ ეტაპზე ბელგიელ სამართალდამცავებს დაღუპულთა იდენთიფიცირება ბოლომდე არ მოუხდენიათ. ამ ეტაპზე არსებული დაზარალებულთა სიაში საქართველოს მოქალაქეები არ არიან"- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დიდებულიძემ.

კონსულის ინფორმაციით, ვანეტამის აეროპორტში, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა აფეთქება მოხდა, ბოლო ინფორმაციით საქართველოს 2 მოქალაქე იმყოფებოდა. ორივე მათგანი თავს კარგად გრძნობს.

რაც შეეხება ბრიუსელში არსებულ ვითარებას კონკულის თქმით, ქალაქი პარალიზებულია.

"არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პოლიცია და ყველა სამედიცინო დაწესებულება საგანგებო რეჟიმში მუაობს. ვურჩევ საქართველოს მოქალაქეებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და დარჩნენ სახლებში"- აღნიშნა რუსუდან დიიდებულიძემ.

ცნობისთვის, ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო ბელგიაში საქართველოს საკონსულოში ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომელზეც საქართველოს მოქალაქეებს 24-საათის განმავლობაში შეუძლიათ დარეკონ ნომრებზე: +32 4777 000 34 / +32 470 2442 62.

ბოლო ინფორმაციით, ბრიუსელის ტერაქტების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. უფრო კონკრეტულად: მეტროსადგურებში მომხდარი აფეთქებების მსხვერპლი 20-მდე, ხოლო აეროპორტში დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. 4 აფეთქების შედეგად 151-მდე ადამიანია დაშავებული.

შეგახსენებთ, დღეს დილით, ბელგიის დედაქალაქში, ბრიუსელის ვანეტამის აეროპორტში ორი აფეთქება მოხდა. აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. აეროპორტის აფეთქებებიდან, რამდენიმე წუთში, აფეთქება ქალაქის ცენტრში მდებარე მეტროსადგურებში "შუმანსა" და "მაალბეკში" მოხდა.აღსანიშნავია, რომ მეტროსადგურ „შუმანის მოედანთან “ ევროკავშირის ინსტიტურებია განლაგებულია, მაალბეკი კი იმ უბანში მდებარეობს, სადაც ემიგრანტები ცხოვრობენ და სადაც, რამდენიმე დღის წინ პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამი დააკავეს. ბრიუსელში საფრთხის უმაღლესი- მე-4 დონეა გამოცხადებული.

ბრიუსელის ტერატქებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42