აზერბაიჯანელ მსჯავრდებულებს ბაირამობასთან დაკავშირებით საჩუქრები გადაეცათ
პოლიტიკა - 16:23, 22 Mar, 2016     1194

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი დღეს N8 დაწესებულებას ესტუმრა, სადაც აზერბაიჯანელ მსჯავრდებულებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა და საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, აზერ თოფიქ ოღლუ ჰუსეინის სახელით საჩუქრები გადასცა.

„ნორვუზ-ბაირამი ახალი წლის მოსვლასთან და გაზაფხულთან ასოცირდება. მინდა ყველას მივულოცო საქართველოში ნოვრუზ-ბაირამობა და დავარწმუნო, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ხელს შეუწყობს პენიტენციურ დაწესებულებებში სათანადოდ აღინიშნოს მსგავსი დღესასწაულები“, -განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

აღნიშნული ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის და საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის აზერ თოფიქ ოღლუ ჰუსეინის შეხვედრაზე დაიგეგმა, რომელიც სამინისტროში რამდენიმე დღის წინ შედგა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეების მონახულების შესაძლებლობაზე და ბაირამობის დღესასწაულზე დაწესებულებებში ტკბილეულობის შეტანის საკითხებზეც ისაუბრეს. მინისტრის განცხადებით, საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, ისევე, როგორც ყველა მუსლიმს და სხვა აღმსარებლობის მქონე მსჯავრდებულებს, დღესასწაულების აღნიშვნისა და რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის შესაძლებლობა შეუზღუდავად ეძლევათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42