"თავისუფალ დემოკრატებს" ალექსანდრე მსხალაძე შეუერთდა
პოლიტიკა - 15:17, 22 Mar, 2016     2644
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ მედიას მისი გუნდის ახალი წევრი ალექსანდრე მსხალაძე წარუდგინა.

პარტიის ლიდერის განცხადებით, მსხალაძემ "თავად შექმნა თავისი წარმატება".

"ის არის ერთ-ერთი წამყვანი ძიუდოისტი, არს საქართველოს ღირსეული ელჩი სპორტულ სამყაროში. მეამაყება, რომ სანდრო დღეიდან თავისუფალი დემოკრატების ლიდერი იქნება ქარელის რაიონში. დარწმუნებული ვარ რომ არჩევნებზე ქარელი იქნება ერთ-ერთი რაიონი სადაც გაიმარჯვებს ჩვენი პარტია"- აღნიშნა ალასანიამ და იქვე დასძინა, რომ არჩევნებში ღირსეულ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

"ჩვენ გვქონდა საუბარი როგორ უნდა განვითარდეს ქარელი, როგორ უნდა გაუჩნდეს მოტივაცია ახალგაზრდებს. როგორ უნდა შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და ხელი შეუწყოთ მოსახლეობის დასაქმებას"- აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა.

თავის მხრივ მსხალაძემ აღნიშნა, რომ "თავისუფალ დემოკრატებში" არიან ის ლიდერები გაწევრიანებულნი, რომლებმაც საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანეს.

"მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდეს, კიდევ უფრო წინ წავიდეს. ჩემი ენერგია მიმართული იქნება იქითკენ, რომ გუნდი კიდევ უფრო წარმატებული იყოს"- თქვა მსხალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42