ძიანგსის პროვინციასა და საპარტნიორო ფონდს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 14:48, 22 Mar, 2016     656

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ფონდის დელეგაცია ჰონგ კონგში გამართული საქმიანი შეხვედრების შემდეგ ოფიციალურ ვიზიტს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციაში აგრძელებს. საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ძიანგსის პროვინციაში საქმიანი წრეებისა და მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს პროვინციის გუბერნატორისა და ადგილობრივი ბიზნეს კომპანიების მიწვევით მართავს.

ფონდის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში ძიანსის პოვინციის გუბერნატორს ლუ სინ შ-ს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთ- საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხს და ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პრსპექტივებს ეხება. ოფიციალური დოკუმენტი საპარტნიორო ფონდსა და ძიანგსის პროვინციის ეკონომიკურ დეპარტამენტს შორის გაფორმდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა შედგა ჩინეთის ექსიმბანკის ძილინის პროვინციის ფილიალის მენეჯმენტთან. საუბარი შეეხო საქართველოში კერამიკული ფილების წარმოების შესაძლებლობას და სხვადასხვა სფეროში ინვესტირების საკითხს.

ძიანგსის პროვნციაში, სადაც 42.200.000 ადამიანი ცხოვრობს ფონდის მენეჯმენტმა ორი ქალაქი მოინახულა. შეხვედრები გაიმართა პროვინციის დედაქალაქ ნანჩანგისა და სიდიდით მეორე ქალაქ ძიუძიაგნის მერებთან. საუბარი შეეხო თბილისსა და ძიანგძის პროვინციის ქალაქებს შორის მეგობრული და საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობას.

ქალაქ ძიუძიანგში საპარნიორო ფონდის დელეგაციამ ჩინეთში ქურთუკების წარმოების ყველაზე დიდი ქარხანა დაათვალიერა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის 60 %-ს აკმაყოფილებს. ფონდის მენეჯმენტი ქალაქის მერთან ერთად ქარხნის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. საუბარი შეეხო ანალოგიური ქარხნის საქართველოში მშენებლობის სამომავლო პერსპექტივას.

საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ ძიანგსის პროვინციაში დაათვალიერა მშენებარე ქართული ღვინის სახლი, რომელსაც საპარტნიორო ფონდის პარტნიორი, ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანია აშენებს. კომპანიის სამომავლო გეგმებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაცია შედის. ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანია ქართული ღვინის სახლების მშენებლობას ჩინეთის რამდენიმე რეგიონში გეგმავს.

ფონდის დელეგაცია ძიანგსის პროვინციაში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ ბოაოს აზიურ ფორუმზე წარსდგება.. საერთშორისო ფორუმს მსოფლიოს ქვეყნების საქმიანი წრეებისა და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42