ჰუმანითი ბაზარზე დამატებით 200 ხარისხიან და ხელმისაწვდომ მედიკამენტს შემოიტანს
პოლიტიკა - 14:46, 22 Mar, 2016     789

ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია მძაფრდება. სააფთიაქო ქსელების დიდმა ნაწილმა გასულ კვირას მორიგი ფასდაკლების შესახებ განაცხადა და ეს ფაქტი ლარის გამყარების პროცესს დაუკავშირა.

ექსპერტთა ერთი ნაწილი გამძაფრებულ კონკურენციას ბაზარზე ახალი ძლიერი კომაპანიის „ჰუმანითი ჯორჯიას“ გამოჩენას უკავშირებს. ჰუმანითის მიერ ბაზარზე იაფი პრეპარატების შემოტანამ მართლაც გამოიწვია მედიკამენტების ფასების კლება. იმის შესახებ, თუ განვითარების რა სტრატეგია აქვს კომპანიას და როგორ უყურებს კონკურენტების მიერ ფასების შემცირების პოლიტიკას, ამის შესახებ „ჰუმანითის“ გენერალური დირექტორი ანდრი კუზმა ეკონომიკურ პორტალ commersant.ge-სთან ინტერვიუში საუბრობს.

მისი თქმით, ჰუმანითი საქაართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმით არის შემოსული. ხოლო კომპანიის სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი მომარაგდეს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით. „ამას მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად, ჩვენი ბიზნეს–გეგმის შესაბამისად, ვასრულებთ. უკვე შესულია ბაზარზე ჰუმანითის კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური, ანტიფუნდალური, ანთების საწინააღმდეგო–ტკივილგამაყუჩებელი, გაციების საწინააღმდეგო, გასტროენტეროლოგიური, ანტიჰისტამინური და ანტიბიოტიკური ჯგუფების პრეპარატები. უახლოეს პერიოდში ჩვენ შემოგვაქვს კიდევ 200 დასახელების პრეპარატი, რა თქმა უნდა ისინიც გაცილებით ხელმისაწვდომი ეღირება ანალოგებთან შედარებით. დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის კვალდაკვალ, მოსახლეობა კარგად იგრძნობს, რომ ფასები მედიკამენტებზე შემცირდა“, – აცხადებს კუზმა.

კუზმას ინფორმაციით, ბაზარზე შემოსვლამდე, კომპანიამ შეისწავლა არსებული ვითარება. „ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ჯენერიული მედიკამენტების ბაზრისთვის საკმაოდ სერიოზული ნიშა არსებობდა და გრძელვადიანი გათვლით სავსებით შესაძლებელი იყო ბაზარზე დამკვიდრება და მომხმარებლისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პრეპარატების შეთავაზება. რაც შეეხება კონკურენციას, ჩვენ პატივს ვცემთ ბაზრის ყველა მონაწილე და მივესალმებით ფაქტს, რომ მათ შეძლეს და გამონახეს საშუალება და მედიკამეტებზე ფასები დასწიეს. საქართველოში მედიკამენტები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და მოხარული ვარ, რომ ამ კუთხით ვითარება სასიკეთოდ იცვლება.

აქ მთავარი კიდევ სხვა მომენტია, – ფაქტია, საქართველოში სახელმწიფომ შეძლო და შექმნა ისეთი გარემო და პირობები, როცა შესაძლებელია ამა თუ იმ კომპანიამ დასახოს განვითარების გეგმა, რომელიც მედიკამენტების გაიაფების პოლიტიკაზეა დაყრდნობილი, შემოვიდეს ბაზარზე და დაიწყოს ოპერირება და ამაში მას ხელს არავინ უშლის“, – ამბობს კუზმა commersant.ge-სთან ინტერვიუში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42