რაც შეეხება ბრიუსელში არსებულ სიტუაციას, დეპუტატი ამბობს, რომ შეინიშნება სამართალდამცავთა მობილიზება თუმცა აფეთქებას ქაოსი არ გამოუწვევია.
"ვადასტურებ, რომ ქართული დელეგაცია ევროპარლამენტში იმყოფება აფეთქების შედეგად დელეგაციის დღის წესრიგი არ შეცვლილა, თუმცა უსაფრთხოების ნორმები ევროპარლამენტის შენობაში გამკაცრებულია. სასტუმროებშიც გაძლიერდა უსაფრთხოების ნორმები. არ არის ქაოსი, ბუნებრივია დახურულია აეროპორტი. ხვალ ვგეგმავთ გამოფრენას თუ აეროპორტი გახსნეს"- უთხრა "ნიუპოსტს" გუგული მაღრაძემ.
საქართველოს საპარლამენტო ჯგუფი 13 დეპუტატი და პარლამენტის აპარატის 4 თანამშრომელი ბრიუსელში მივლინებით იმყოფება.
ბრიუსელში მივლინებით იმყოფებიან: გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ვიქტორ დოლიძე, ფრიდონ საყვარელიძე, გია ჟორჟოლიანი, გიორგი ჟვანია, ანი მიროტაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, დავით დარჩიაშვილი, ლევან თარხნიშვილი, გიორგი კანდელაკი, თინათინ ბოკუჩავა. მათთან ერთად არიან პარლამენტის აპარატის თანამშრომლები.
ბელგიის დედაქალაქში, ბრიუსელის ვანეტამის აეროპორტში მომხდარი ორი აფეთქებას 13 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 35-მდე ადამიანი.
ჯერჯერობით უცნობია, მოჰყვა თუ არა მსხვერპლი მესამე აფეთქებას, რომელიც აეროპორტის შემდეგ, რამდენიმე წუთში, ქალაქის ცენტრში მდებარე მალბეკის მეტროსადგურში მოხდა. მესამე აფეთქების შედეგად ბრიუსელში მდებარე ყვველა მეტროსადგური დაიხურა. დაიხურა ასევე ევროპარლამენტის შენობა, რომელიც მალბეკის მეტროსთან მდებარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






