„მეგონა, მოკლავდა, არ მთავრდებოდა კოშმარი... ფანჯრიდან არ ვუთვალთვალოთ სხვის უბედურებას“
ფეისბუკმომხმარებელი საკუთარ გვერდზე წერილს აქვეყნებს, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ. მოთხრობილია ამბავი, რომელსაც ის გვიან ღამით, სახლისკენ მიმავალი შეესწრო. სამწუხაროდ მსგავსი ისტორია თითქმის ყველა ადამიანის ირგვლივ ვითარდება, თუმცა ცუდი ის არის, რომ სხვის საქმეში ჩარევას თავს ყველა არიდებს. ამბის მთხრობელი კი მოიქცა ისე, როგორც ნებისმიერი ჩვენთაგანი უნდა მოიქცეს. და აი რას წერს ის:„ამბავი იყო ასე: გვიან, სახლისკენ გზაზე მოვდიოდი. მეგობარმა დამირეკა, მეთქი პატრულმა არ გამაჩეროს და იქვე, პირველსავე შემხვედრ პარკინგზე გავაჩერე მანქანა. ტელეფონზე ლაპარაკისას, მესამე სართულის აივანზე ვხედავ, ბიჭი გოგოს როგორ ეჯაჯგურება. ეგრევე რედისონის მეთხუთმეტე სართული გამახსენდა და გავიფიქრე, ვაჰ, რაღაც კარგი ტიპი ვარ, რომ არ შევშფოთდი და გამისწორდა, შუაღამით ღია აივანზე რომ სექსი აქვს წყვილს-მეთქი.
ტელეფონზე ლაპარაკს მოვრჩი და თვალი ისევ აივნისკენ გამექცა. გოგონა კიოდა, ბიჭს სთხოვდა, გაჩერდიო. ის კი თავში ურტყამდა. უმოწყალოდ სცემდა. ცოტა ხნით გავჩერდი, არ ვიცოდი რა მექნა. ჩავუსაფრდი. 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა კივილი, დაუნდობელი ცემა და მუდარა. ვხედავდი, პერიოდულად როგორ ინთებოდა და ქვრებოდა მეზობლების ოთახებში შუქი. ვიღაცები აივანზე გადმოდგნენ, შებრუნდნენ და შუქი კვლავ ჩააქრეს.
მეგონა, მოკლავდა. არ მთავრდებოდა კოშმარი.
მანქანიდან გადავედი, გზაზე მომავალი საპატრულო ეკიპაჟი გავაჩერე და სიტუაცია ავუხსენი. დავრეკე კიდეც. მთხოვეს, არ წახვიდეო. მოვიდა სამი ეკიპაჟი. ააკითხეს, იმათმა უთხრეს, ხმამაღლა ვლაპარაკობდითო. კარგი, მეზობლებს ნუ შეაწუხებთო და ის იყო ემშვიდობებოდნენ, რომ ავედი და ბიჭს ვუთხარი, მოწმე ვარ და დავინახე, ქალს დიდი ხნის განმავლობაში როგორ სცემდით-მეთქი. ეგრევე აიფოფრა, დროზე მითხრი შენი გვარ-სახელი და მე ვიცი, მერე როგორცო. უფლება მაქვს, არ გაგიმხილო, გამვლელი ვარ და მოქალაქეობრივ და მორალურ პასუხისმგებლობას არ გავექეცითქო. მოკლედ, ამბავი გაგრძელდა დიდხანს. მოვიდა სასწრაფო დახმარებაც, მაგრამ ნაცემმა გოგონამ უარი განაცხადა მათ დახმარებაზეც, აივანზე წავიქეცი და იმიტომ მაქვს სახე დასიებული, არ მინდა არაფერიო. უარჰყო ყველაფერი და ღიმილით გააგრძელა თაფლობის თვე. პატრულს ვკითხე, ამ დროს კანონი რის უფლებას გაძლევთ-მეთქი? დაზარალებული ყველაფერს უარყოფს, ამიტომ ვერაფერს გავაწყობთო.
აი, ასე. ოქმი შევავსეთ, ერთმანეთს უხერხული მადლობები ვუთხარით და დავიშალეთ.
მეგონა, გვერდი რომ ამევლო ამ ამბავზე რეაგირების გარეშე, ვერ დავიძინებდი. ახლა კი, გაწბილებული და გულნატკენი ვარ, რაღა დამაძინებს. პრობლემების ჯაჭვია სრული - მენტალობა, აღზრდა, მამაკაცისადმი მორჩილება-დამონების იდიოტოკრატიზმი, გაუნათლებლობა, საკუთარი უფლებების არცოდნა, კანონის უგულებელყოფა... ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კი ბინებში შემალული რამდენიმე მეზობელი და მათი ურეაქციობაა, თუნდაც პლუს ერთი მოწმის სახით გამოჩენა. ტოტალურია ეს პრობლემა, ჯაჭვურია ეს უბედურება და ძალიან, ძალიან დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ჩვენს შვილებს არ ვასწავლით, რომ ჰოო, ხშირ შემთხვევაში მორალი კანონზე მაღლა დგას, მაგრამ როდესაც მორალი არ არსებობს, კანონი აუცილებლად დაგვიცავს.
ვიღონოთ რამე, გვქონდეს რა რეაქცია, არ ავუაროთ გვერდი და ასე ეტაპობრივად, მისხალ-მისხალ, ყოველი ჩვენგანი შევქმნით ჯანსაღ საზოგადოებას. ფართომასშტაბიანი აქცია-ივენთების ორგანიზებამდე ყველამ ჩვენს გვერდით არსებული პრობლემები რომ შევამჩნიოთ, ჩავუსაფრდეთ და ჩამქრალი შუქის ფონზე ფანჯრიდან არ ვუთვალთვალოთ სხვის უბედურებას, მერე რამე აუცილებლად გვეშველება“.
მასალის გამოყენების პირობები

სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა