ევროპარლამენტში პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომა გაიმართა
პოლიტიკა - 11:55, 22 Mar, 2016     884

ქ. ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც საგარეო პოლიტიკური და გარე საფრთხეების მიმართულებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორი ქვეყნების საერთო პოზიციები და გამოწვევების შესახებ რეზოლუციის პროექტი განიხილეს.

დოკუმენტში სხვადასხვა დელეგაციის წარმომადგენლების მიერ 111 ცვლილება იყო წარმოდგენილი. საქართველოს დელეგაციის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ რეზოლუციაში დამატების სახით აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაზე და 2008 წლის ომის შემდგომ მიღწეული შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე ითხოვა ყურადღების გამახვილება, რომელიც ევრონესტის წევრებმა გაიზიარეს და რეზოლუციაში მის ასახვას მხარი დაუჭირეს.

კომიტეტის წევრებმა დადებითად შეაფასეს იმ დამატების შეტანასაც, რომელიც საქართველოს მიერ განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებს ეხება.

სხდომაზე, ევროპაში არსებულ საგარეო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების ვითარება მიმოიხილეს. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა გამოეხმაურა დღევანდელ მდგომარეობას როცა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მეზობელი სახელმწიფოები, ირიბად თუ პირდაპირ ჩართულნი არიან კონფლიქტებში. როგორც აღინიშნა, ამ ვითარების მოგვარება საერთო ძალისხმევას საჭიროებს.

რეზოლუციაში აღწერილია პარტნიორი ქვეყნების ერთობლივი ქმედებების განხორციელების მნიშვნელობა ისეთ გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა მშვიდობა, უსაფრთხოება, ადამიანის უფლებები, განიარაღება და ტერორიზმი.
ასამბლეამ მნიშვნელოვან მიღწევად აღიარა ევროკავშირთან ასოცირების ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ, რისი მეშვეობითაც მათ პირობა დადეს მხარი დაუჭირონ და წვლილი შეიტანონ მშვიდობის და სტაბილურობის განვითარების უზრუნველყოფაში რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე.

კომიტეტის სხდომაზე გახილულ რეზოლუციის პროექტს უკვე პლენარულ სხდომაზე მიიღებენ. დღეს გამართულ სხდომას საქართველოს პარლამენტიდან, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, დავით დარჩიაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და ვიქტორ დოლიძე ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42