ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ ორგანიზებით იგეგმება ბიზნეს სექტორის შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტთან.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენს დაინტერესებული კომპანიებისთვის ინფორმაციის მიწოდება შრომის პირობების ინსპექტირების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომელსაც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი განახორციელებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ქალბატონი ელზა ჯგერენაია წარადგენს პრეზენტაციას შემდეგი საკითხების შესახებ:
შრომის პირობების ინსპექტირების 2015 წლის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი შედეგების გაცნობა; ინფორმაცია შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საკანონმდებლო და ნორმატული ბაზის მომზადების არსებული მდგომარეობის შესახებ;
ინფორმაცია შრომის პირობების ინსპექტირების 2016 წლის სახელმწიფო პროგრამის შესახებ. შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 23 მარტს, 10:30 საათზე, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ საკონფერენციო დარბაზში (მის.: თბილისი, ბელიაშვილის ქ, #8 მიონის ბიზნეს ცენტრი, მე-3 სართული, ტელეკომპანია მაესტროს გვერდით).
მასალის გამოყენების პირობები






