ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იწყება- რა საკითხებს დააყენებს ქართული მხარე
პოლიტიკა - 10:42, 22 Mar, 2016     1124
დღეს ჟენევის მოლაპარაკებების 35-ე რაუნდი იწყება, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ჟენევაში უკვე იმყოფება ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით დონდუას ხელმძღვანელობით. მოლაპარაკებების მთავარი თემები ხალი დისკრიმინაციული რეგულაციები, ბორდერიზაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მძიმე ვითარება იქნება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით დონდუამ არნიშნულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განსახილველ თემებზე და მოლოდინებზე ისაუბრა,

„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 35-ე რაუნდი გაიმართება 2016 წლის 22-23 მარტს. ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც საქართელოსა და რუსეთს შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, განიხილება უსაფრთოებისა და ჰუმანიტარული საკითხები.

ამ რაუნდზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მძიმე ვითარებას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის, ეთნიკური ქართველების მიმართ დაწესებულ ახალ დისკრიმინაციულ რეგულაციებს ისევე, როგორც ე.წ. ბორდერაზაციის პროცესის გაგრძელების სავალალო შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

კვლავ გავაგრძელებთ ჟენევის ფორმატში ჩვენთვის პრინციპულ საკითხებზე თანმიმდევრული პოზიციის დაკავებას, კონსტრუქციული მოლაპარაკებების წესების დაცვით. დავაყენებთ საქართველოს მიერ ცალმხრივად არაერთგზის აღებული ვალდებულების საპასუხოდ, რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ მონაწილეთა კონსტრუქციული მიდგომის საფუძველზე შესაძლებელი გახდება გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენა, რომლის მუშაობაც 2012 წლიდან შეწყვეტილია ზოგიერთი მონაწილის წინააღმდეგობის გამო. მექანიზმის განახლება დადებითად წაადგება ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საჭიროებების პრაგმატულ გადაწყვეტას, ასევე პოზიტიურად აისახება ჟენევის მოლაპარაკებების დინაკიმაზე.

საქართველოს დელეგაციის ძალისხმევის შედეგად, ბოლო პერიოდში მოხერხდა საგნობრივი დისკუსიების დაწყება რიგ საკითხებზე. იმედს გამოვთქვამთ, რომ დანარჩენი მონაწილეები ასეთივე პასუხიმგებლობით მოეკიდებიან მოლაპარაკებების პროცესს და ხელს შეუწყობენ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების, კონსტრუქციულად განხილვას. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არ დაზიანდეს მის ფარგლებს გარეთ არსებული საკითხების ხელოვნურად მიბმითა და პოლიტიზირებით.“- აღნიშნულია დონდუას კომენტარში.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი შეიქმნა საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად და მისი პირველი რაუნდი გაიმართა 2008 წლის 15 ოქტომბერს.
მოლაპარაკებებს თანა-თავმჯდომარეობენ ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს წარმომადგენლები და ესწრებიან მონაწილეები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ისევე როგორც სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42