დავით უსუფაშვილი საუდის არაბეთის სამეფოს პრინცს შეხვდა
პოლიტიკა - 10:33, 22 Mar, 2016     1089

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ოფიციალური ვიზიტით საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება, სადაც დღეს შეხვედრა საუდის არაბეთის სამეფოს პრინცთან, მის სამეფო უდიდებულესობა ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდთან გამართა.

საუდის არაბეთის სამეფოს პრინცმა, რომელიც, ამავდროულად Kingdom Holding Company of the Kingdom of Saudi Arabia-ს თავმჯდომარეა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ეს ამ რანგის პირველი ვიზიტია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ისტორიაში. ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდმა საქართველოში სტუმრობაც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას ჩვენს ქვეყანასთან კარგი მოგონებები აკავშირებს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მიესალმებიან საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
საუდის არაბეთის სამეფოს პრინცის განცხადებით,საქართველოში იზრდება მისი ქვეყნიდან ჩასული ტურისტების რაოდენობა. მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საქართველო კარგად გაიცნონ საუდის არაბეთში მოღვაწე ბიზნესმენებმა და ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობა გააქტიურდეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ-საუდს გულთბილი მიღებისა და საქართველოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. დავით უსუფაშვილმა მასპინძელს საქართველოს სავაჭრო, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი გააცნო. მისი განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) ქვეყანას ვაჭრობის უკეთეს შესაძლებლობებს შეუქმნის და ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ. საუდის არაბეთის სამეფოს პრინცის განცხადებით, ის საქართველოს მეგობარი და მხარდამჭერია.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
დავით უსუფაშვილთან ერთად, საუდის არაბეთის სამეფოში იმყოფება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი თავისი სტრატეგიული მიმართულებით და ჩვენ ამით კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ საქართველოს სტრატეგიული ვექტორები მიემართება არა მხოლოდ დასავლეთისკენ, არამედ აღმოსავლეთისკენ, სადაც საუდის არაბეთს, მთლიანად, ამ რეგიონს, ძალიან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და თავისთავად, ერ-რიადში ჩამოსვლა ჩვენი დელეგაციის, აქაურ პოლიტიკოსებში და ანალიტიკოსებში ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა. დღეს შეხვედრა გაიმართა პრინც ვალიდთან, ისაა სამეფო ოჯახის წევრი, ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც რამდენჯერმე იყო საქართველოში, აქვს სურვილი, გააგრძელოს ინვესტიციების პოლიტიკა, მოსინჯოს ნიადაგი საქართველოში ამ მხრივ და უნდა გითხრათ, რომ საუბარი, რომელიც შედგა დავით უსუფაშვილსა და პრინც ვალიდს შორის სწორედ ამ თემებს ეხებოდა. განიხილეს რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, საქართველოს პერსპექტივა ევროპისკენ მიმავალ გზაზე. საუბარი შეეხო თუ რა მიმართულებით შეიძლება ითანამშრომლონ საუდის არაბეთის სამეფომ და საქართველომ“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

დღესვე, დავით უსუფაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ესტუმრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42