„თუ ნაციონალური მოძრაობა არის ავტორი ამ კომპრომატების გამოქვეყნებისა, მაშინ მათ უნდა ჰქონდეთ მიზანი, რომ ის ადამიანები, ვისზეც არის კომპრომატი, ჩამოშორდნენ პოლიტიკას და მოხდეს მათი დისკრედიტაცია. მოდით ვთქვათ, ვინ არიან ადამიანები, ვისზეც კომპრომატები ვრცელდება. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ყოფილი მინისტრი, ხოლო მეორე საპარლამენტო, ან პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი. თუკი ამ უკანასკნელზე კომპრომატის გამოქვეყნების მიზანი არის ის, რომ ჩამოსცილდეს პოლიტიკას, მიზანი მიღწეულია და ეს ადამიანი ვეღარ მოხვდება „ქართული ოცნების“ სიით პარლამენტში. აი , ახლა უკვე მიჩნდება კითხვის ნიშანი... რაშიღა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესი, როდესაც ამ კომპრომატების გამოქვეყნება დაიწყო. იყო ეს ანგარიშსწორება? პოლიტიკურად კომპრომატები ანგარიშსწორებაზე არ არის აგებული, ის ორიენტირებულია შედეგზე. ამიტომ ცოტა ნაკლები საფუძველია, პირდაპირ ვიფიქრო, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ გაკეთებული. თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ. ერთი ფაქტია, შედეგი იმისა, რაც ჰქონდა ამ კომპრომატების გამოქვეყნებას, არ მიდის „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებთან. ახლა განვიხილოთ , „ქართული ოცნებიდან“ აწყობთ თუ არა იმ ადამიანების პოლიტიკიდან ჩამოცილება, ვინც დღეს პოლიტიკაშია. ბუნებრივია, ეს ინტერესი უფრო „ქართულ ოცნებაშია“, რადგან იქ იწყება წინასაარჩევნოდ ძალიან მაღალი კონკურენცია. ბუნებრივია კოალიციაში შემავალი თითოეული პარტიის სია შევიწროვდება აქედან გამომდინარე დაიწყო კომპრომატების ომი.შექმნილი ვითარება იძლევა იმის ვარაუდს, რომ კომპრომატების ომი წამოსულია „ქართული ოცნების“ წიაღიდან. ეჭვი მაქვს ამ კომპრომატებით ჩამოიცილებენ „ქართული ოცნების’ არასასურველ ფიგურანტებს. მე ვფიქრობ კომპრომატები კიდევ გამოქვეყნდება“- აცხადებს ვალერი გელბახიანი.
წყარო "ალია"
მასალის გამოყენების პირობები






