,,მინდა გამოვეხმაურო ლევან ბერძენიშვილის დიდაქტიკურ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით თუ რით უნდა ინტერესდებოდეს საქართველოს პარლამენტი და საქართველოს პრეზიდენტი. მე მინდა დავეყრდნო საქართველოს კონსტიტუციის მოქმედ რედაქციას, რომელიც პრეზიდენტის ინიციატივით დაგეზავნათ პარლამენტის წევრებს, სადაც 48 მუხლი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს პარლამენტი განსაზრვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას და აკონტროლებს მტავრობის საქმიანობას და 69 მუხლი სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში , აქედან გამომდინარე იმ უმნიშვნელოვანესი თემით დაინტერესება, რასაც ქვია საქართველოს ურთიერთობები რუსეთთან , ეს საქართველოს პარლამენტის და პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობაა“- აღნიშნა ფხალაძემ.
ცნობისავის, უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა, პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას მედიაში შემდეგი განცხადება გააკეთა: ,,არ მგონია, თუნდაც პრეზიდენტმა ან პარლამენტმა უნდა მიუთითოს პრემიერს, ჰყავდეს თუ არა მას რუსეთთან მოლაპარაკებებში წარმოდგენელი“
მასალის გამოყენების პირობები






