ევროკომისართან შეხვედრაზე მცირე და საშუალო ბიზნესისთვის DCFTA-ის ხელშეწყობის ახალ ფინანსურ ინსტრუმენტზე ისაუბრეს
პოლიტიკა - 17:26, 21 Mar, 2016     1100
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს და აღნიშნეს ის პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა დადებით სავაჭრო დინამიკაზე, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს. მისი განცხადებით, ევროკავშირი, როგორც ქვეყანათა ჯგუფი, საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და მასზე მოდის ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 28 პროცენტი. ევროკომისარ სესილია მალმსტრომის განცხადებით, მხარეები ევროპულ ბაზარზე მეტი ქართული პროდუქციის გატანის მიზნით თანამშრომლობას გააღრმავებენ.

მხარეებმა ისაუბრეს იმ აგროპროდუქციაზე, რომლის ექსპორტიც უახლოეს მომავალში იგეგმება ევროკავშირი ბაზარზე. მათ შორის, დასახელდა თევზი და თაფლი. ამასთან, როგორც ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, არსებობს არაერთი წარმატებული შემთხვევა, როდესაც ცალკეულმა კომპანიებმა საწარმოები სხვა ქვეყნებიდან საქართველოში გადმოიტანეს, რათა ევროკავშირის ბაზარზე კიდევ უფრო მეტი პროდუქციის ექსპორტი განეხორციელებინათ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ რეფორმებს, რომელთაც საქართველო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად ახორციელებს. მათ შორის, საუბარი წარიმართა DCFTA-ის ხელშეწყობის ახალ ფინანსურ ინსტრუმენტზე, რომელიც საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გრანტის შემცველი სესხის გაცემას ითვალისწინებს.

აღნიშნული პროგრამა ადგილობრივ მცირე და საშუალო ბიზნესს ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ლარში დაბალპროცენტიანი სესხის აღების მიმართულებით დაეხმარება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ DCFTA-ის ხელშეწყობის პროგრამა საშუალებას მისცემს მცირე და საშუალო მეწარმეს აღნიშნული სესხის და გრანტის მეშვეობით მოახდინოს ადაპტაცია DCFTA-ის მოთხოვნებთან და შესაბამისად განავითაროს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება.

შეღავათიან სესხს ბიზნესი კომერციული ბანკებისგან მიიღებს. ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიმართულებით, საქართველოს ბანკების პარტნიორები იქნებიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი.

ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი საქართველოს ხვალ დატოვებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42