საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე გიორგი მარგველაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით გამართულ პოლემიკას გამოეხმაურა. ფხალაძის თქმით, პრეზიდენტის მიიჩნევს , რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და კონკრეტიკა, სწორედ ამიტომ გიორგი მარგველაშვილის აზრით კარასინის განცხადებაზე შესაბამისი კონკრეტული პასუხი პრაღაშივე უნდა გასცემოდა:
„მინდა გამოვეხმაურო იმ პოლემიკას რომელიც მოჰყვა პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს. ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა შეფასებები, მათ შორის ბატონი ზურაბ აბაშიძის საგანგებო ბრიფინგი, მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც საუბარია იმაზე თუ რა პასუხი უნდა გასცემოდა პრაღაში კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, პრეზიდენტი მიიჩნევს რომ კარასინს ადგილზევე უნდა გასცემოდა ის პასუხი, რა პასუხის გაცემაც შემდგომ ბატონი ზურაბ აბაშიძის უშუალო ხელმძღვანელს პრემიერ-მინისტრ მოუხდა საქართველოდან. ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა არის ჩვენი ქვეყნისთვის მტკივნეული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საკითხი ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ამიტომ ამ ურთიერთობებს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და კონკრეტიკა.“ - განაცხადა ფხალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






