მიხეილ ჯანელიძე ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს შეხვდა
პოლიტიკა - 16:33, 21 Mar, 2016     1000

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარს, სესილია მალმსტრომს შეხვდა. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკომისარის თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის, შესრულების კონტექსტში. ევროკომისარს დეტალური ინფორმაცია მიეწოდა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა და ასევე, მთავრობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკური ზრდის მიღწევის თვალსაზრისით.

ევროკომისარმა დადებითად შეაფასა ასოცირების შეთანხმების სავაჭრო კომპონენტის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალისხმევა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა ქვეყანაში რეფორმების შემდგომი მხარდაჭერის მიმართ. მხარეები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის კომპონენტის ამოქმედებამ ხელი შეუწყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვაჭრობის გააქტიურებასა და საქართველოდან ექსპორტის გაზრდას ევროკავშირის ბაზარზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარის ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს.

„ძალიან მნიშვნელობანი ცვლილება მოხდა საქართველოს ეკონომიკაში და სავაჭრო სისტემაში, მას შემდეგ რაც ამოქმედდა ევროკაშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. გაიზარდა ევროკავშირის წილი ჩვენს საერთო ვაჭრობაში, ასევე იზრდება ექსპორტი, რაც ძალიან მნიშნველოვანი ფაქტორია ჩვენი ეკონომიკისთვის და ევროპულ ბაზართან ინტეგრაციის დამატებით შესაძლებლობას იძლევა. ვფიქრობ, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან ეკონომიკური კავშირების გამყარებას და ასოცირების შეთანხმების მაქსიმალურ რეალიზაციის შესაძლებლობას მოგვცემს, როგორც საქონლით ვაჭრობის, ასევე მომსახურების მიწოდების და ხალხთა შორისი კონტაქტების გამყარების კუთხით“- განაცხადა მინისტრმა.

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი, სესილია მალმსტრომი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ასევე გაიმართება შეხვედრა ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოში (EUGBC). ვიზიტის ფარგლებში სესილია მალსტრომი ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში (ISET) სტუდენტებისა და ჟურნალისტებისთვის ლექცია-დისკუსიას გამართავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42