გიორგი მარგველაშვილმა ნოვრუზ ბაირამი ადგილობრივ მოსახლეობას მარნეულიდან მიულოცა
პოლიტიკა - 15:18, 21 Mar, 2016     966
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვემო ქართლს ეწვია და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას მარნეულიდან მიულოცა.საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მარნეულში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.პრეზიდენტმა დაათვალიერა რაიონების მიხედვით მოწყობილი საგამოფენო კუთხეები და ტრადიციული ტკბილეული და ჩაი დააგემოვნა.პრეზიდენტს ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქვემო ქართლში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.პრეზიდენტმა პრემიერთან ერთად ნოვრუზ ბაირამის სადღესასწაულო, ტრადიციული კოცონი აანთო.საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.“თქვენ ხართ ის ხალხი ვინც ათწლეულების განმავლობაში რეალურად აძლიერებდა ჩვენს სახელმწიფოს. მე თქვენთან ერთად ვზეიმობ დღევანდელ დღეს. მთელი ქართველი ხალხი ზეიმობს დღეს თქვენთან ერთად. მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტად მოხდეს ჩვენი საყვარელი აზერბაიჯანელი მოქალაქეების უფრო აქტიური ინტეგრაცია ჩვენს სახელმწიფოში. ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენა ყველას კარგად ესმოდეს, ყველა კარგად ფლობდეს ქართულ ენას და ერთად ვაშენებდეთ ამ ენის მეშვეობით და ჩვენი ურთიერთობის მეშვეობით ახალ ქვეყანას“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მარნეულში სიტყვით გამოსვლისას.პრეზიდენტი მარნეულში ინთიგამ ისმაილოვის ოჯახს ესტუმრა, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები მოისმინა.მარნეულში საზეიმო ღონისძიებებს ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, მთავრობის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42