კარასინის ადგილზე, ასეთ განცხადებას კოლეგის თანდასწრებით ვარჩევდი - აბაშიძე პრეზიდენტს პასუხობს
პოლიტიკა - 14:17, 21 Mar, 2016     1257

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივას აბაშიძე-კარასინის ფორმატის გადახედვასთან დაკავშირებით, აბაშიძე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, კარასინის განცხადებაზე მყისიერი პასუხის გაცემის საშუალება არ ჰქონდა, რადგან მან კარასინის განცხადების შესახებ მოგვიანებით გაიგო:

„მე გაოცებული დავრჩი, სანამ პრაღაში წავიდოდი, რამდენიმე დღით ადრე შევხვდი პრეზიდენტის მრჩეველს, რომელთანაც დეტალურად გავიარე ყველა ის საკითხი, რომლის განხილვასაც ვაპირებდი პრაღაში. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ შეხვედრაზე საუბრისას, გუშინ ბატონი პრეზიდენტი დაეყრდნო არა ქართული დელეგაციის ინფორმაციას, არამედ რუსულ წყაროებს. მას ან მის წარმომადგენლებს რომ მოესმინათ ჩვენი ინფორმაციისთვის, მე მათ ავუხსნიდი, როდესაც ბატონმა კარასინმა პრაღაში თავისი ცნობილი განცხადებები გააკეთა, შეხვედრის დაწყებამდე, მე იმ ადგილას ფიზიკურად არ ვიყავი და ამ განცხადებების შესახებ მოგვიანებით შევიტყვე, ამგვარად მე არ მქონდა საშუალება რუსი კოლეგისათვის მყისიერად გამეცა პასუხი.

თუ რა ვისაუბრეთ ჩვენ ორმხრივ შეხვედრაზე, თუ რა პასუხი გავეცი მას, ან რა ვთქვი ჩემი მხრიდან, ეს მოხსენებით ბარათში დეტალურად არის ასახული და სიტყვიერადაც შემეძლო მომეხსენებინა. სხვა საქმეა, რომ ბატონი კარასინის ადგილას ალბათ მე ასე არ მოვიქცეოდი და ასეთი განცხადების გაკეთებას კოლეგის თანდასწრებით ვარჩევდი. ამის თაობაზე მე მასთან საუბარი აუცილებლად მექნება.

მან ისაუბრა საქართველოში ანტირუსული განწყობის ზრდის თაობაზე, მე მას პასუხი გავეცი იმ სტილში, რომ ჩვენ კრიტიკას ვერავინ აგვიკრძალავს, ჩვენ პირს ვერავის ამოვუკერავთ, ვერცერთი ქვეყნის მიმართ კრიტიკას ვერ შევაჩერებთ, რაოდენ მწვავეც არ უნდა იყოს ეს, ბუნებრივია კრიტიკა უნდა იყოს კორექტული, მაგარმ ჩვენი დიალოგი არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო კომპრომატებზე უნდა წავიდეს სასიცოცხლო ინტერესების ხარჯზე“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42